მამუკა მდინარაძე - კადრებს ისეთი უქნეს, რა ათეულობით ათასი, აქციაზე ნახევარი მილიონი ადამიანი მინიმუმ დგას - საღადაოდ გაიხადეს თავი, თაგვმა რომ კატა გამოთხარა, ის დაემართათ

ეს იყო პირველი წინასაარჩევნო აქცია საქართველოს ისტორიაში, სადაც ვერც ერთმა კანდიდატმა სცენაზე ასვლა ვერ გაბედა - ისინი არიან გაოგნებულები გუშინდელ აქციაზე ხალხის რაოდენობით, მიმდინარეობით და დღეს არის სრული ნირწამხდრობა მათი მხრიდან. საღადაოდ გაიხადეს თავი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გუშინდელ მარშთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, ოპოზიციონერები მანიპულაციებში არიან და იმდენად ცუდ დღეში აღმოჩნდნენ, რომ მთელი ღამის განმავლობაში ლაზერების განათებაზე წერდნენ.

როგორც მდინარაძე აღნიშნავს, ლაზერის მიმნათებელი აღმოჩნდა „ჯენზის“ წარმომადგენელი, რომელსაც „ნაცმოძრაობამ“ ბავშვობა წაართვა.

„თუ არ ვცდები, ეს იყო პირველი წინასაარჩევნო აქცია საქართველოს ისტორიაში, სადაც ვერც ერთმა კანდიდატმა სცენაზე ასვლა ვერ გაბედა. წარმოიდგინეთ, „ნაცების“ ოთხეულის მარში თუ პრაიდი, როგორც სოცქსელის მომხმარებლებიც უწოდებდნენ ამას, ჩაატარეს და ვერც ერთმა პოლიტიკოსმა ვერ გაბედა სცენაზე ასვლა. ანუ, იყო წინასაარჩევნო აქცია და ვისთვის უნდა მიგეცათ ხმა, მოწოდება არ ისმოდა. იყო ყალბი მოწოდებები ევროპის სახელით შეფუთვასთან დაკავშირებით.

დღეს მთელი კამპანია აქვთ რაოდენობასთან დაკავშირებით. ესე იგი, კადრები ვნახე, რომელსაც ეწერა ათეულობით ათასი და იმ კადრებში ასეულობით ათასი ჩანს და რატომ იკლებენ, ვერ მივხვდით. კადრები რაც გაავრცელეს, თუ მართალია, ნამდვილად ჩანს ასეულობით ათასი ადამიანი. მთელი რუსთაველი თავიდან ბოლომდე არის გადაჭერილი და რატომ იკლებენ და ათეულობით ათასს რატომ ამბობენ, წარმოუდგენელი ამბავია. თავიდან თქვეს 100 000, მერე თქვეს 190 000, კადრებში ნახევარი მილიონი ჩანს. მერე სხვა კადრები ვნახეთ, იქ ჩანს 25-20 ათასი მაქსიმუმ. დავიბენით ახლა, ჩვენც ხალხი ვართ. რა ხდება ვერ გავარკვიეთ ვერავინ და იქნება გაგვარკვიოს ვიღაცამ. მანიპულაციებში არიან და იმდენად ცუდ დღეში აღმოჩნდნენ, რომ მთელი ღამით წერდნენ ლაზერებზე და თაგვმა რომ კატა გამოთხარა, მერე ის დაემართათ. ლაზერის მიმნათებელი აღმოჩნდა „ჯენზის“ წარმომადგენელი, რომელსაც ბავშვობა წაართვეს იმ აქციის ორგანიზატორებმა, რომელიც გუშინ ჩატარდა. ადამიანი გამოვიდა და თქვა, რომ ბავშვობა წამართვესო და ლაზერის მინათებაზე მელაპარაკებიანო.

ისინი [ოპოზიციონერი ლიდერები] არიან გაოგნებულები გუშინდელ აქციაზე ხალხის რაოდენობით, მიმდინარეობით, ვერც ერთმა სცენაზე ასვლა ვერ გაბედა და დღეს არის სრული ნირწამხდრობა მათი მხრიდან. იმიტომ რომ სცენაზე ვერ ადიან, ხალხი ვერ მოყავთ, რეგიონებიდან ხალხის მობილიზება დაიწყეს და რამდენიმე ათეული ადამიანი ჩამოიყვანეს მხოლოდ, მერე კადრებს ისეთი უქნეს, რომ რატომ იკლებენ საერთოდ? რა ათეულობით ათასი, კადრებია ისეთი, ნახევარი მილიონი ადამიანი მინიმუმ დგას. იმდენად საღადაოდ გაიხადეს თავი, რომ გამოდიან და მერე ამუნათებენ „ნაცმოძრაობის“ მსხვერპლს, რომელსაც ბავშვობა წაართვეს,“ - განაცხადა მდინარაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე