ანონსი  22 ოქტომბერი

22 ოქტომბერს, 10:00 საათზე, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ და CRRC-Georgia, ევროკავშირის მხარდაჭერით, კვლევის პრეზენტაციას: „უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიული კონტროლი: გამოწვევები და რეფორმის პერსპექტივები". პრეზენტაციას დაესწრება ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი, რომელიც მედიასთან კომენტარს გააკეთებს.

მის: „რედისონ ბლუ ივერია“

საკონტაქტო: ანასტასია რაიკი - 597 11 44 72

22 ოქტომბერს, 10:30 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია Hub Georgia საზოგადოებას ინიციატივას გააცნობს.

მის: ევროპის მოედანი, ღვინის აღმართი N 1 (სასტუმრო Petit Palace-ის ტერასა, მეოთხე სართული).

22 ოქტომბერს, 11:00 საათზე, „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გივი მიქანაძის ბრიფინგი გაიმართება.

22 ოქტომბერს, 11:00 საათზე, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები განათლების მიმართულების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავენ და განათლების დეკლარაციას ხელს მოაწერენ

მის: სააკაძის დაღმართი მეორე გასასვლელი #4, სართული 4

საკონტაქტო: ირაკლი გაბისონია - 555 602 634

22 ოქტომბერს 11:00 საათზე, ქუთაისში, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ხათუნა არველაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“, ხელშეკრულებას აფორმებს ქუთაისელ ამომრჩეველთან, ამ ხელშეკრულებას ხელს აწერს პრეზიდენტი სააკაშვილი.

მის: ქუთაისი, ცისფერყანწელთა 7ა

საკონტაქტო: ხათუნა არველაძე - 577 243 796

22 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ზუგდიდში „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანა წითლიძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: „საარჩევნო დარღვევები“.

მის: ზუგდიდი, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი

საკონტაქტო: დარო 568 51 55 53

22 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საერთაშორისო ორგანიზაცია „ქართველი ემიგრანტების“ ხელმძღვანელი ზვიად ყუშიტაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თენა: „წინასაარჩევნო ყალბი დაპირებები“ ოპოზიციური პარტიების მხრიდან და მიმართვა საქართველოში აკრედიტირებულ ელჩებს, „ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევასთან“ დაკავშრებით.

მის: ერწოს ქ.N11

საკონტაქტო: 599726565

22 ოქტომბერს, 11:00 საათზე, „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი ბრიფინგს გამართავს.

მის: „ძლიერი საქართველოს“ შტაბი, „თბილისი ცენტრალი“.

22 ოქტომბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მხატვარ ზურა გომელაურის პრესკონფერენცია გაიმართება.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

22 ოქტომბერს, 12:00 საათზე, მედიის განვითარების ფონდი (MDF) წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის შუალედური მონაცემების პრეზენტაციას გამართავს, რომელიც 1-ელი ივლისიდან 1-ელ ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს.

მის: მ. კოსტავას 14, სასტუმრო „რუმსი“

საკონტაქტო: 598101508

22 ოქტომბერს, 13:30 საათზე, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ კვლევების პირველადი შედეგების პრეზენტაციას გამართავს.

თემები: „წინასაარჩევნო გარემო ჯავახეთსა და ქვემო ქართლში“

„რელიგია, პოლიტიკა და არჩევნები საქართველოში“.

მის: მერაბ კოსტავას ქუჩა N14, სასტუმრო „რუმსი“

საკონტაქტო: ანასტასია რაიკი - 597 11 44 72

22 ოქტომბერს, 14:00 საათზე, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ანაკლიაში ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობის დაწყების აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრება.

მის: ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი ანაკლია

22 ოქტომბერს, 14:00 საათზე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ცნობილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, ქართული ხელოვნებათმცოდნეობის ერთ-ერთი ფუძემდებლის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის შალვა ამირანაშვილის დაბადებიდან 125 წლის საიუბილეო სხდომა ჩატარდება.

მის: შოთა რუსთაველის გამზ. 52; მე-5 სართულის დარბაზი.

22 ოქტომბერს, 15:00 საათზე, პარტია "გახარია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია ბრიფინგს გამართავს.

მის: ბელიაშვილის 68, პარტიის ოფისი

22 ოქტომბერს, 17:00 საათზე, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ხობის მუნიციპალიტეტის, სოფელ ყულევში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის პრეზენტაციას დაესწრება.

პრეზენტაციას ასევე დაესწრებიან მთავრობის, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის, აგრეთვე კერძო სექტორის წარმომადგენლები.

მის: ხობის მუნიციპალიტეტი, სოფელი ყულევი

22 ოქტომბერს, 20:00 საათზე, რიკოთის მაგისტრალური გზის დამატებით 12 კმ-იანი მონაკვეთის გახსნის ღონისძიება გაიმართება.

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები.

მის: რიკოთის პირველი (ისტორიული) გვირაბის მიმდებარე ტერიტორია (დასავლეთ საქართველოს მხარეს).

საკონტაქტო პირი: თამარ ჯაფარიძე 595 88 88 80; ანა ჭიჭინაძე 595 04 97 49

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება