ბადრი ჯაფარიძე - მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს: ერთადერთი გამოსავალი „ქართული ოცნებისთვის“ არის ის, რომ აღიაროს ქართველი ხალხის ნება და უზრუნველყოს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა

მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს და ვუთხრა მას, რომ ერთადერთი გამოსავალი „ქართული ოცნებისთვის“ არის ის, რომ აღიაროს ქართველი ხალხის ნება და უზრუნველყოს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა იმ პოლიტიკური ძალებისადმი, რომლებიც მიიღებენ ქართველი ხალხის მხარდაჭერის მანდატს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, ის მიმართავს ბიძინა ივანიშვილს, რადგან „ის არის ადამიანი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს, ხოლო ყველა დანარჩენი გადაწყვეტილებების გამხმოვანებლები არიან“.

მე მაქვს ეჭვი და „ქართული ოცნების" სპიკერების დემაგოგიური გაცხადებებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ აუცილებელია მიმართვა ივანიშვილისადმი, იმიტომ, რომ რასაც მე ვისმენ კობახიძისგან და მისი დამქაშებისგან, არ გამოვრიცხავ, რომ ისინი ბიძინა ივანიშვილს ვაკუუმში ჰყავდეს და ატყუებენ. ეს ადამიანი მოძრაობს დაჯავშნილი შუშებით. რასაც ვისმენ კობახიძისგან გამუდმებით, რომ 60% მხარდაჭერა აქვთ, არ მგონია, რომ რეალურად არ ფლობდნენ ინფორმაციას და მე არ გამოვრიცხავ, რომ ისინი მათ ლიდერს ამყოფებენ იზოლაციაში“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, არჩევნებზე „ძლიერი საქართველო“ ოპოზიციურ ფლანგზე ყველაზე დიდ მხარდაჭერას მიიღებს.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ მივიღებთ ყველაზე დიდი მხარდაჭერას ოპოზიციურ ფლანგზე. დღეისათვის ჩვენ ყველა მონაცემი გვაქვს იმისათვის, რომ ვთქვათ, ეს არის ის, რისკენაც მივისწრაფვით და რისი რეალური შესაძლებლობაც არსებობს.

მე შემიძლია გულწრფელად გითხრათ ყოველგვარი გაზვიადების გარეშე, რომ კვლევები, რომელსაც ჩვენ რეგულარულად ვატარებთ, დღეისათვის ყველა შესაძლებლობაა იმისათვის, რომ ძლიერი საქართველო იყოს ყველაზე დიდი ოპოზიციური ძალა. ვხედავთ, რომ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლების ოდენობა მინიმუმ ორჯერ აღემატება „ქართული ოცნების“ ამომრჩევლების ოდენობას. 5 დღეა დარჩენილი, დაველოდოთ და 26-ში ქართველი ხალხის ნება გამომჟღავნდება“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია