ბიძინა ივანიშვილი - გავიხსენოთ 2008 წლის ნატო-ს სამიტი, როდესაც უკრაინა და საქართველო არ მიიღეს ნატო-ში და ეს დააბრალეს სხვადასხვა ქვეყნებს, რეალობა სულ სხვაა, მათ არ ჰქონდათ უკრაინის და საქართველოს მიღების სურვილი ელემენტარული მიზეზის გამო

გავიხსენოთ 2008 წლის ნატო-ს სამიტი, როდესაც უკრაინა და საქართველო არ მიიღეს ნატო-ში და ეს დააბრალეს სხვადასხვა ქვეყნებს, მაგრამ, რეალობა სულ სხვაა, ამის განმარტებას მე ახლა არ შევეცდები, ერთს ვიტყვი, რომ არ მიიღეს იმიტომ კი არა, რომ ერთმა თუ ორმა ქვეყანამ დაბლოკა, არამედ, ვინც არიან რეალურად ნატოს კოორდინატორები - დღეს, ამ წუთში, ამაზეც არ გავჩერდები - ვინც მართავს დღეს ნატოს, მათ არ ჰქონდათ სურვილი უკრაინის და საქართველოს მიღების, ელემენტარული მიზეზის გამო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უკრაინაში ომამდე, საქართველომ 2008 წელს, რუსეთთან ომში მძიმე დღეები გადაიტანა.

„ჩვენთან, სამეზობლოში ძალიან მძიმე ომია, იცით; მძიმე დღეშია უკრაინა, ჩვენი მეგობარი სახელმწიფო, რუსეთთან ომია. უფრო ადრე, ჩვენ გვქონდა 2008-ში თუ გაიხსენებთ, ძალიან იოლი გასახსენებელია, იმიტომ, რომ ძალიან მძიმე დღეები გადავიტანეთ. ძალიან ბევრი განცხადება კეთდება დღეს, თუ დააკვირდებით დასავლელი პოლიტიკოსებისგან, რომ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ნატო არ ჩაერთოს რუსეთის ომში: ჩვენ მივცემთ უკრაინას იარაღს, მივცემთ ფულს, მივცემთ ყველა საშუალებას, მაგრამ ცოცხალი ძალა უნდა იყოს მხოლოდ უკრაინა და ყველაფერს გავაკეთებთ - ძალიან ბევრი განცხადებაა, ნებისმიერი დონის პოლიტიკოსი ევროპიდან თუ ამერიკიდან აკეთებს, რომ ჩვენ არცერთ შემთხვევაში არ დავუშვებთ, რომ ნატო ჩაერთოს რუსეთთან კონფლიქტში. აი ეს, 2008-შიც იყო, რა თქმა უნდა, დაგეგმილი. საქართველოსაც და უკრაინასაც სწორედ ამისთვის ინახავდნენ, სწორედ ამიტომაც არ მიიღეს ნატოში“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის