ანა ნაცვლიშვილი - არ ვაპირებთ, რომ საქართველო შევატოვოთ ადამიანს, რომლის მდგომარეობაც ჩვენი ქვეყნისთვის არის საშიში და ამავე დროს, უკიდურესად სამარცხვინო

არ ვაპირებთ, რომ საქართველო შევატოვოთ ადამიანს, რომლის მდგომარეობაც ჩვენი ქვეყნისთვის არის საშიში და ამავე დროს, უკიდურესად სამარცხვინო, - ასე გამოეხმაურა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთო ლიდერი ანა ნაცვლიშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ „TV იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუს.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი არის წარსული, რომელსაც არცერთი დაპირება არ შეუსრულებია, ხოლო „ძლიერი საქართველო“ არის ამ წარსულის რეალური ალტერნატივა, რომელსაც აქვს გეგმა, თუ როგორ უნდა შეასრულოს ის, რასაც მოსახლეობას ჰპირდება.

„გუშინ მოვისმინეთ რუსი ოლიგარქის ინტერვიუ და უკლებლივ ყველამ ამ ქვეყანაში დაინახა, რომ ივანიშვილი უკვე არის ამ ქვეყნის წარსული. ეს სუსტი და შეშინებული კაცი ვერ იქნება მომავალი, მითუმეტეს ამ ქვეყნის მომავალი.

ჩვენ, „ძლიერი საქართველო“ არ ვაპირებთ, რომ საქართველო შევატოვოთ ადამიანს, რომლის მდგომარეობაც ჩვენი ქვეყნისთვის არის საშიში და ამავე დროს, უკიდურესად სამარცხვინო. ივანიშვილი არის წარსული, „ძლიერი საქართველო“ კი, საარჩევნო ნომრით 9 არის წარსულის რეალური ალტერნატივა, და სწორედ ამიტომ ეშინია ივანიშვილს განსაკუთრებით ჩვენი კოალიციის. ეს გუშინდელ ინტერვიუშიც კიდევ ერთხელ გამოჩნდა.

ივანიშვილს ეშინია ჩვენი კოალიციის, მას ეშინია 9 ნომრის იმიტომ, რომ მისგან განსხვავებით, ჩვენ, „ძლიერი საქართველო“ არ ვემსახურებით ოკუპანტის ინტერესებს, ჩვენ ვემსახურებით ჩვენი ქვეყნის, საქართველოს ინტერესებს. მას ეშინია ჩვენი იმიტომ, რომ ივანიშვილისგან განსხვავებით, ჩვენ ვაპირებთ შევასრულოთ ის დაპირებები, რომლებსაც ვაძლევთ ჩვენს ამომრჩეველს და ამავე დროს, ზუსტად ვიცით, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს.

ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ უნდა გავხადოთ ეს ქვეყანა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, ჩვენ ზუსტად ვიცით, როგორ უნდა შევქმნათ საქართველოში საქართველოს მოქალაქეებისთვის 200 000 სამუშაო ადგილი სამართლიანი ანაზღაურებით და ჩვენ ზუსტად ვიცით, როგორ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ხანდაზმულ ადამიანებს ამ ქვეყანაში ჰქონდეთ 1000-ლარიანი პენსია და ღირსეული სიბერე.

აი, ამიტომ ეშინია მას განსაკუთრებით ჩვენი ,“ძლიერი საქართველოსი“, რომელიც არის წარსულის რეალური ალტერნატივა. ზუსტად 4 დღეში არის 26 ოქტომბერი და საქართველოს მოქალაქეებს ამ დღეს გეძლევათ ძალა დაასრულოთ ეს სამარცხვინო და საშიში რუსი ოლიგარქის მმართველობა ამ ქვეყანაში და დავიწყოთ ძლიერი, სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობა“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში