პაველ ჰერჩინსკი - საქართველოში უსაფრთხოების სამსახურების საპარლამენტო და სასამართლო ზედამხედველობა ჯერ კიდევ ძალიან სუსტი და არაეფექტურია

საქართველოს უსაფრთხოების სისტემის მძლავრი ზედამხედველობის მექანიზმი საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან მიბმული 9 ნაბიჯიდან ერთ-ერთია, საქართველოში უსაფრთხოების სამსახურების საპარლამენტო და სასამართლო ზედამხედველობა ჯერ კიდევ ძალიან სუსტი და არაეფექტურია, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ „სოციალური სამართლიანობის ცენტრისა“ და „CRRC-საქართველოს“ მიერ დღეს გამართულ პრეზენტაციაზე - „უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიული კონტროლი: გამოწვევები და რეფორმის პერსპექტივები“, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„უსაფრთხოების სამსახურებზე საპარლამენტო ზედამხედველობის მოგვარება და გაუმჯობესება აუცილებელი იქნება, რათა საქართველომ გააგრძელოს ევროკავშირში გაწევრიანების გზა. მიუხედავად წარსულში ამ კუთხით უკვე გატარებული რეფორმებისა, ანგარიშები, რომლებიც დღეს აქ იქნება წარმოდგენილი, სამწუხაროდ, სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოში უსაფრთხოების სამსახურების საპარლამენტო და სასამართლო ზედამხედველობა ჯერ კიდევ ძალიან სუსტი და არაეფექტურია“, - აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, სამი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია: „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, „CRRC საქართველო“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ბოლო სამი წლის განმავლობაში ახორციელებენ ევროკავშირის მიერ დაარსებული უსაფრთხოების სექტორის ზედამხედველობის პროექტს.

„ეს სამი წელი ხასიათდებოდა სამოქალაქო საზოგადოების ზედამხედველობისთვის მზარდი მტრული გარემოთი“, - აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, დღეს, საქართველოს მომავლისთვის ამ გადამწყვეტ მომენტში, სამოქალაქო საზოგადოება, სამწუხაროდ, გახდა დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიების პირდაპირი სამიზნე.

„ამ გარემოში მნიშვნელოვანი ზედამხედველობა კიდევ უფრო რთული გახდა. ეს შეუთავსებელია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფვასთან. როგორც გასულ კვირას უმაღლესმა წარმომადგენელმა ვიცე-პრეზიდენტმა ბორელმა განაცხადა, ეს არის ავტორიტარიზმისკენ გადახვევის სიგნალები, რაც საქართველოს ევროკავშირის წევრობისგან აშორებს. როგორც ევროკავშირის ელჩი საქართველოში, ჩემი გულწრფელი იმედია, რომ მომავალი განვითარება ხელს შეუწყობს ხელსაყრელი გარემოს აღდგენას მნიშვნელოვანი რეფორმებისთვის, მათ შორის უსაფრთხოების სექტორის რეფორმებისა და ეროვნული უსაფრთხოების სისტემის მშენებლობას, რომელიც შეესაბამება უმაღლეს საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებს, ადამიანის უფლებების პატივისცემის სტანდარტებს, სანდო ინფორმაციისა და თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის ხელმისაწვდომობას, ასევე ეფექტური დემოკრატიული კონტროლისა და ზედამხედველობის შეუფერხებელ ფუნქციონირებას“, - აღნიშნა ელჩმა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე