შალვა პაპუაშვილი - ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსის და დიპლომატის რომ დაგვეჯერებინა, არ იქნებოდა ბიუჯეტის ზრდა, არ ვიქნებოდით ევროპაში პირველი ქვეყანა ეკონომიკური განვითარებით, არ გვექნებოდა განახევრებული უმუშევრობა და სამჯერ გაზრდილი ხელფასი

ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსის და დიპლომატის რომ დაგვეჯერებინა, არ იქნებოდა ბიუჯეტის ზრდა, არ ვიქნებოდით ევროპაში ნომერ პირველი ქვეყანა ეკონომიკური განვითარების ტემპით, არ გვექნებოდა განახევრებული უმუშევრობა და სამჯერ გაზრდილი საშუალო ხელფასი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, სამაგიეროდ გვეყოლებოდა კმაყოფილი ოპოზიცია და ვიქნებოდით ღრმა ეკონომიკურ კრიზისში, რომლიდან გამოსვლასაც წლები დასჭირდებოდა.

„უნდა გვახსოვდეს, ჩვენ რომ ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსის და დიპლომატის თავქარიანი რჩევებისთვის დაგვეჯერებინა და სანქციები დაგვეწესებინა, ეს ყველაფერი არ იქნებოდა.

არ იქნებოდა ბიუჯეტში შემოსავლების ზრდა, არ ვიქნებოდით ევროპაში ნომერ პირველი ქვეყანა ეკონომიკური განვითარების ტემპით, არ გვექნებოდა განახევრებული უმუშევრობა და სამჯერ გაზრდილი საშუალო ხელფასი.

სამაგიეროდ გვეყოლებოდა კმაყოფილი ოპოზიცია და ვიქნებოდით ღრმა ეკონომიკურ კრიზისში, რომლიდან გამოსვლასაც წლები დასჭირდებოდა,“ - წერს შალვა პაპუაშვილი.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა