პრეზიდენტი - პარტნიორებისთვის მთავარია მშვიდობიანი, დემოკრატიული ტრანზიცია, ამიტომ მითხრა ზოგიერთმა, თუ საჭიროა ივანიშვილისთვის რაღაც სახის გარანტიები, ამაზე საუბარიც შეიძლებაო, რაც, როგორც ჩანს, მან ცუდად გაიგო და ფიქრობს, რომ დალაგებას ნიშნავს

პარტნიორებისთვის მთავარია მშვიდობიანი, დემოკრატიული ტრანზიცია და სწორედ ამიტომ მითხრა ზოგიერთმა, რომ თუ საჭიროა ბიძინა ივანიშვილისთვის რაღაც სახის გარანტიები, ამაზე საუბარიც შეიძლებაო, რაც, როგორც ჩანს, ივანიშვილმა ცუდად გაიგო - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “ფორმულას” ეთერში, ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, როცა არჩევნების მერე ქვეყანაში რაიმე ტიპის წყობა იცვლება, გარკვეული გარანტიების მიღებაც შესაძლებელია.

“პრემიერობის კანდიდატსა და მთავრობაზე პარტიებთან ერთად შევთანხმდებით და მე უნდა წარვადგინო. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ შეთანხმებას მივაღწევთ იმიტომ, რომ ჩვენ ყველას გვესმის, ქარტიაზე ხელმომწერ პარტიებს ესმით, რომ ქვეყნის სტაბილურობისთვის ეს არის აუცილებელი და არავინ წავა იმაზე, რომ რისკის ქვეშ დააყენოს სტაბილურობა და ამაზე მეც ვარ პასუხისმგებელი. როგორც ვარ პასუხისმგებელი ქარტიაზე, ასე ვარ ჩვენს პარტნიორებთან პასუხისმგებელი იმაზე, რომ ეს პარტიები ამ საკითხში მონახავენ საერთო ენას იმიტომ, რომ პარტნიორებს სულ არ უნდათ, რომ არჩევნების მერე ამ ქვეყანაში დაინახონ რაიმე ფორმის არასტაბილურობა. მათთვის მთავარია მშვიდობიანი, დემოკრატიული ტრანზიცია და სწორედ ამიტომ მითხრა ზოგიერთმა, რომ თუ საჭიროა ბიძინა ივანიშვილისთვის რაღაც სახის გარანტიები, ამაზე საუბარიც შეიძლებაო, რაც, როგორც ჩანს, ივანიშვილმა ცუდად გაიგო და ფიქრობს, რომ ეს დალაგებას ნიშნავს. ვერაფერსაც ვერ დაალაგებს, მაგრამ საუბარი იყო რაზე - როგორც ხდება ხოლმე ქვეყნებში, როცა არის რამე ტიპის გადასვლა ახალ წყობაზე, შესაძლებელია გარკვეული გარანტიების მიღებაც.

დღეს აღარავინ ფიქრობს იმაზე, რომ ვინც წააგებს, ყველაფერს წააგებს. ეს ასე არაა. ჯერ ერთი, “ქართული ოცნება” ყველა მონაცემებით იქნება პირველი და დიდი ოპოზიციური პარტია, თუ რამე არ შეიცვალა ბოლო წუთში. ანუ, პირველი, ვინც წარმომიდგენს კანდიდატს, იქნება “ქართული ოცნება”, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება