სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ „ანგარიშს უწევს ოთხ პარტიას“  და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს არჩევნების შემდეგ წარადგენს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს არჩევნების შემდეგ წარადგენს, რადგან „ანგარიშს უწევს ოთხ პარტიას“, რომელთაც „ქართულ ქარტიას“ მოწერეს ხელი.

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „ფორმულასთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

ამასთან, პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ნეიტრალური პრემიერი, რომელიც არ არის პოლიტიკური ფიგურა, იმ გაგებით, რომ არ არის „პოლიტიკური პარტიებიდან წამოსული“, გაუადვილებს პარტიებს შეჯერდნენ.

გარდა ამისა, პრეზიდენტის თქმით, მსჯელობა ე.წ. ტექნიკურ მთავრობაზე, რომელიც შეიძლება „იყოს მთლიანად ტექნიკური ან შერეული“, არჩევნების შემდეგ დაიწყება.

„მყავდა და მყავს პრემიერობის კანდიდატი. „ქართულ ქარტიაში“ წერია, რომ მე უნდა წარვადგინო. პრემიერობის ერთი კანდიდატი მყავს, ძალიან ბევრი ვიფიქრე, ვეძებე და შევჯერდი. მე ანგარიშს ვუწევ 4 პარტიას, რადგან არ უნდა იყოს არანაირი დისონანსი, მათგან მოვისმინე, რომ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს არჩევნების შემდეგ.

მართალია, მათი ქარტიის ინტერპრეტაცია, რადგან ქარტიაში არ წერია ის, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი არჩევნებამდე უნდა იყოს წარდგენილი თუ მანამდე. რადგან უმრავლესობის ხედვა იყო, ჯობია არჩევნების შემდეგ იყოს. ვთვლი, რომ ნეიტრალური პრემიერი, რომელიც არ არის პოლიტიკური ფიგურა, იმ გაგებით, რომ არ არის პოლიტიკური პარტიებიდან წამოსული - ეს ბევრად ადვილია პარტიებისთვის შეჯერდნენ, რადგან მათი ხედვები არის სხვადასხვა.

ტექნიკური მთავრობა, რომელიც შეიძლება იყოს მთლიანად ტექნიკური ან შერეული, ამაზეც არჩევნების შემდეგ, დავიწყებთ მსჯელობას.

ამომრჩეველს მინდა ვუთხრა, რომ მე არსად მივდივარ, აქ ვარ. არჩევნების მერე აქ ვიქნები და ძალიან გავუფრთხილდები ამ ქვეყნის სტაბილურობას. ძალებს მოვიკრებ იმისთვის, რომ ასე მოხდეს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტმა მიმართა ამომრჩეველს, რომ არ შეეშინდეთ და ხმა მისცენ იმას, ვინც მათ მსოფლმხედველობასთან ყველაზე ახლოა.

პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული პარტიები სწორედ მის წინაშე არიან ვალდებულები და პასუხისმგებლები, რომ „ქართული ქარტია“ შეასრულონ, რომელიც არის სამოქმედო გეგმა, რომ ძალიან სწრაფად შევიდეთ ევროკავშირში.

პრეზიდენტი იმასაც ამბობს, რომ ამაზე ყველას პასუხს მოსთხოვს.

„ამომრჩეველი არის ყველაზე ბრძენი და მინდა, ამომრჩეველს ვუთხრა, ჩათვალეთ, რომ არჩევანი გაქვთ - ოთხი პარტია. შეიძლება არცერთი არ იყოს თქვენთვის იდეალური, მაგრამ ჯამში, ესენი არიან ჩვენი მომავალი. ჩვენ შემდეგ ვნახავთ ზოგი პარტიის გარდაქმნას, ალბათ, ვნახავთ ახალ პარტიებს. შიში და ცესკო-ზე კონტროლი რომ მოიხსნება, ბევრად უფრო ღია იქნება საარჩევნო სივრცე. ნუ გეშინიათ ხმა მიეცით იმას, ვინც უახლოვდება თქვენს მსოფლმხედველობას. იცოდეთ, რომ ეს პარტიები ჩემს წინაშე არიან ვალდებულები და პასუხისმგებლები, რომ შეასრულონ „ქართული ქარტია“ , რომელიც არის სამოქმედო გეგმა, რომ ძალიან სწრაფად შევიდეთ ევროკავშირში. ამაზე ყველას პასუხს მოვთხოვ. ეს ოთხი პარტია არის მედიატორი იმისთვის, რომ ჯამში მივიღოთ ის პროცენტები, რომელიც შექმნის შესაძლებლობას, მარტივად იყოს მიღებული ის გადაწყვეტილებები, რომელიც „ქართულ ქარტიაში“ გვიწერია, მარტივად გავაუქმოთ „რუსული კანონები“. ნუ გეშინიათ და „ქარტიის“ ხმები მეც მომეცით ამ ფორმით“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში