ვასო ურუშაძე „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებულ „კორუფციულ რუკაზე“ - ივანიშვილმა საქართველოში რუსული მმართველობის სტილი, კორუფციული პირამიდა შექმნა

რუსმა ოლიგარქმა, საქართველოში შექმნა რუსული კორუფციული მმართველობის სტილი, კორუფციული პირამიდა, სადაც სახელმწიფო რესურსები, წიაღისეული, ყველა ის სიმდიდრე, რაც გააჩნია ქვეყანას და სახელმწიფოს და ეკუთვნის ხალხს, გადანაწილებულია მხოლოდ მის ვიწრო კლანზე, - ასე შეაფასა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა ვასო ურუშაძემ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კორუფციის რუკის განახლებული ვერსია, სადაც ორგანიზაციის განცხადებით, დატანილია თანამდებობის პირებთან და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ის კომპანიები, რომლებმაც 2013 წლიდან დღემდე ჯამურად 3 მილიარდ 280 მილიონ ლარზე მეტი მსხვილი კონტრაქტები მიიღეს სახელმწიფო შემსყიდველებისგან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

ვასო ურუშაძის თქმით, მოდელი, რომელიც ივანიშვილმა რუსეთიდან გადმოიღო, არ ემსახურება ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს.

“ეს არის რუსული მმართველობის ნათელი მაგალითი, ბიძინა ივანიშვილმა, რუსმა ოლიგარქმა, საქართველოში შექმნა რუსული კორუფციული მმართველობის სტილი, კორუფციული პირამიდა, სადაც სახელმწიფო რესურსები, წიაღისეული, ყველა ის სიმდიდრე, რაც გააჩნია ქვეყანას და სახელმწიფოს და ეკუთვნის ხალხს, გადანაწილებულია მხოლოდ მის ვიწრო კლანზე, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა რეგიონში ოლიგარქიულ კლანს, არიან მმართველი პარტიის შემომწირველები, მილიარდობით ლარს იღებდნენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ 12 წლის განმავლობაში და ასევე, მიტაცებული აქვთ სახელმწიფო სიმდიდრეები.

ამ დროს კი საქართველოს მოქალაქეები ღარიბდებიან, მათი დიდი ნაწილი გარბის ქვეყნიდან ღირსეული დასაქმების საძიებლად. ეს მოდელი, რომელიც ივანიშვილმა რუსეთიდან გადმოიღო, არ ემსახურება ქვეყნის, ხალხის ინტერესებს და აუცილებლად უნდა დასრულდეს 26 ოქტომბერს”, - განაცხადა ვასო ურუშაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის