არსებული ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური რამდენიმე პირის, მათ შორის გიორგი ნონიაშვილის სახლში ჩხრეკას ატარებს

არსებული ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური რამდენიმე პირის სახლში ჩხრეკას ატარებს.

ერთ-ერთი პირი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიორგი ნონიაშვილია, რომელიც მის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლების მისვლასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

„ჩემთან სახლში მიმდინარეობს ჩხრეკა - ამოღება. მიაქვთ ოჯახიდან ყველა „დივაისი“. ბავშვის ლეპტოპიც. ჩემიც. საფუძველი - Atlantic Council-თან დაკავშირებით რაღაც გამოძიება მიმდინარეობს, რომლის თანამშრომელიც სოფოა [მეუღლე]”, - წერს გიორგი ნონიაშვილი.

ჩხრეკის შესახებ ასევე „ფეიბუქზე“ წერს „სტენდაფერი“ ონისე ცხადაძე. მისი თქმით, ჩხრეკა ჩატარდა მისი და მისი ძმის მიერ ნაქირავებ ფართში.

„ფინანსური პოლიცია შემოვიდა დღეს ჩემთან და ჩემს ძმასთან. „გარაჟის“ დაშენებაში გვაქვს ნაქირავები, მე ყველა ანგარიში დაყადაღებული მაქვს, ჩემს ძმას ბანკის ვალები და ჩვენთან მოვიდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, ჩაატარეს ჩხრეკა, ამოიღეს ყველანაირი ტექნიკა (ერთი წლის გაფუჭებული ლეპტოპიც) ჩემი ტელეფონის გარდა. ოქმი იყო ძალიან სასაცილო. ყველაფერზე ეწერა ამოღებულია ლეპტოპი ყავისფერი ჩანთიდან, რომელიც იდო იატაკზე, ამოღებულია ტელეფონი რომელიც იდო იატაკზე... ყველაფერი იატაკზე იდო. მაგიდა და კარადა არ გვაქვს სახლში და ფინანსური პოლიცია დაგვადგა, თან ისეთ ადგილას ვცხოვრობთ, ჩვენ თვითონ ძლივს ვაგნებთ და ამათ საიდან გაიგეს, სად ვცხოვრობთ არ ვიცი, თანდათან გავიხსენებ კიდევ“, - წერს ონისე ცხადაძე.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს