საია-ს ინფორმაციით, არჩევნების მიმდინარეობას 1500-ზე მეტ უბანზე დააკვირდებიან

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, 26 ოქტომბერს, არჩევნების მიმდინარეობისას, საია 1500-ზე მეტ უბანს დააკვირდება.

როგორც საია-ს დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორმა ნანუკა ყრუაშვილმა განაცხადა, ორგანიზაცია, ასევე საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებს, 20 დამკვირვებლით დააკვირდება.

მისივე თქმით, დამკვირვებლები მაქსიმალურად არიან გადამზადებულები და საარჩევნო უბანზე ყველა შესაძლო სცენარისთვის მზად არიან.

„ჩვენ არჩევნებზე 650-მდე დამკვირვებელი გვყავს და 1500-ზე მეტ საარჩევნო უბანს დავაკვირდებით, რაც საქართველოში გახსნილი საარჩევნო უბნების ნახევარს შეადგენს. ჩვენ ასევე გვეყოლება მობილური და სტატიკური დამკვირვებლები, დავფარავთ მთლიან საქართველოს და ვცდილობთ დავფაროთ ეროვნული უმცირესობების რეგიონები. ჩვენ არჩევნებს ვაკვირდებით საზღვარგარეთაც, სადაც 20 დამკვირვებელი გვეყოლება.

იმ უბნებზე, სადაც არჩევნები ტრადიციული მეთოდით, ახალი ტექნოლოგიების გარეშე წარიმართება, ვფარავთ იმ რაოდენობის საარჩევნო უბნებს, რომელიც საჭიროა ტენდენციების გამოსაკვეთად.

ჩვენი დამკვირვებლები მაქსიმალურად დატრენინგებულები არიან, მათ კარგად იციან საარჩევნო სამართალი და ინფორმირებულები არიან ყველა დარღვევასთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება უბანზე დაფიქსირდეს",- განაცხადა ნანუკა ყრუაშვილმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს