საქართველოს სახალხო დამცველმა ეუთოს დელეგაციასთან შეხვედრა გამართა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე ეუთოს სპეციალურ კოორდინატორს პასკალ ალიზარდის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პია კაუმას და დელეგაციის სხვა წევრებს შეხვდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა განიხილეს.

„შეხვედრაზე წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა განიხილეს, არჩევნების დღეს დაკვირვების შესაძლებლობებზე ისაუბრეს და დარღვევების შემთხვევაში კოორდინირებულ მოქმედებებზე იმსჯელეს.

სახალხო დამცველმა დელეგაციის წევრებს არჩევნებზე საზედამხედველო ფუნქციასთან დაკავშირებით აპარატის მანდატი გააცნო, ისაუბრა არჩევნების კონტექსტში დღემდე გამოკვეთილ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე და მათზე რეაგირების მექანიზმებზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა