დღესდღეობით, როცა ცხოვრების დატვირთული რიტმი არავის უტოვებს ბევრ თავისუფალ დროს, წმენდის ეფექტურობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. კერხერი, გერმანული კომპანიაა, რომელიც უკვე 89 წელია წარმატებით ნერგავს ინოვაციებს დასუფთავების ტექნოლოგიების სფეროში, მომხმარებელს სთავაზობს პრობლემის საუკეთესო გადაწყვეტას - ძლიერ და გამძლე აპარატებს, რომლებიც მარტივად და სწრაფად უმკლავდება ყველანაირ დაბინძურებას.
კერხერის მტვერსასრუტები აერთიანებს ინოვაციურ ტექნოლოგიებს და მრავალწლიან საინჟინრო გამოცდილებას. აპარატები გამოირჩევა მძლავრი შემწოვი ძალით და აღჭურვილია HEPA ფილტრაციის სისტემით. ეს უზრუნველყოფს არა უბრალოდ სუფთა სახლს, არამედ უფრო ჯანსაღ საცხოვრებელ გარემოს. HEPA ფილტრები იჭერენ ალერგენებს და მიკრონაწილაკებს (მათ შორის მტვრის ტკიპებს და ყვავილის მტვერს) რაც აუმჯობესებს შიდა ჰაერის ხარისხს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ალერგიული ან იმუნოდეფიციტური ადამიანებისთვის, და პატარა ბავშვებისთვის, თუმცა ბენეფიტით მთელი ოჯახი კმაყოფილი დარჩება.
კერხერის პროდუქცია გამოიყენება როგორც საცხოვრებელ, ისე სამუშაო სივრცეებში, მათ შორის მძიმე ინდუსტრიულ წარმოებაში. მათი მრავალფუნქციურობა საშუალებას იძლევა დაასუფთაოთ სხვადასხვა ტიპის ზედაპირი. მოქნილი აქსესუარების სისტემაში კი შედის სხვადასხვა ტიპის ჯაგრისები და თავაკები, რომლებიც წმენდის პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს და აჩქარებს - მათი გამოყენებით ადვილად მიწვდებით და სწრაფად მოაშორებთ ჭუჭყს რთულად მისადგომ ადგილებს, მაგალითად, კუთხეებიდან ან ავეჯის ქვეშ.
21-ე საუკუნეში კერხერმა დაისახა ამოცანა აწარმოოს არა უბრალოდ სანდო და მოსახერხებელი, არამედ ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტური ტექნოლოგია, რომელიც არა უბრალოდ წმენდს, არამედ პარალელურად გარემოზეც ზრუნავს. ახალი მოდელები მოიხმარენ ნაკლებ ელექტროენერგიას, რაც მომგებიანია როგორც მომხმარებლისთვის (ამცირებს ელექტროენერგიის გადასახადს), ისე გარემოსთვის (ზოგავს ბუნებრივ რესურსებს).
კერხერის ახალი რობოტი მტვერსასრუტები კიდევ უფრო მოხერხებული და სწრაფია გამოყენებაში და იძლევა ავტომატური წმენდის საშუალებას. განახლებული LIDAR სისტემის მეშვეობით, რობოტი ქმნის სივრცის რუკას და გეგმავს წმენდის მარშრუტს. შეიძლება დაპროგრამდეს კონკრეტულ დროზე გამოსაყენებლად, რაც საშუალებას მოგცემთ დაგეგმოთ წმენდა თქვენთვის მოსახერხებელი გრაფიკის მიხედვით.
მომხმარებელზე ორიენტირებული დიზაინი, ხმაურის დაბალი დონე და მოხმარების სიმარტივე კერხერის პროდუქციის კიდევ ერთი მახასიათებელია. მტვერსასრუტებს აქვთ მარტივი მართვის პანელი, რომელზეც ნათლად არის აღნიშნული ყველა ფუნქცია. მოდელების უმეტესობა გამოსცემს 65 დეციბელზე ნაკლებ ხმას, რაც დაახლოებით ნორმალური საუბრის მაჩვენებელია. ეს საშუალებას იძლევა დაასუფთაოთ სახლი ან ოფისი ნებისმიერ დროს, სხვების შეწუხების გარეშე.
კერხერის რობოტი მტვერსასრუტი აღჭურვილია ლითიუმ-იონის ბატარეებით, რომლებიც უზრუნველყოფენ ხანგრძლივ მუშაობას ერთი დატენით. სრულიად დამუხტულ რობოტს შეუძლია 2 საათამდე იმუშაოს და დასუფთაოს 90 კვვადრატულამდე, რაც სრულიად საკმარისია საშუალო ზომის სახლისთვის. სწრაფი დატენის ფუნქცია კი საშუალებას აძლევს აპარატს მალევე დაბრუნდეს სამუშაო მდგომარეობაში, თუ მისი გამოყენება უფრო ხანგრძლივადაა საჭირო. იდეალურია დიდი სივრცის დასასუფთავებლად, სადაც ელექტროენერგიასთან წვდომა შეზღუდული წყაროებიდანაა.
თუ გსურთ უფრო დეტალური ინფორმაციის მიღება კერხერის პროდუქციაზე, გაეცანით კატალოგს ან ეწვიეთ კერხერის ონლაინ მაღაზიას. ჩვენი თანამშრომლები დაგეხმარებიან აირჩიოთ აპარატი, რომელიც თქვენს საჭიროებებს ყველაზე მეტად შეეფერება.
(R)