სალომე ზურაბიშვილი - რისკების დაზღვევის მექანიზმი ჩვენ ვართ, ევროპელ ლიდერებთან ამაზე დიდად საუბარი არ იყო - არ არის აუცილებელი ველოდოთ ყველაფერში, რომ ვიღაც სხვა გადაგვიწყვეტს, გადააზღვევს ჩვენს საფრთხეებს, ჩვენი არჩევანი ჩვენი არჩევანია

რისკების დაზღვევის მექანიზმი ჩვენ ვართ - ჩვენ ვართ მთავარი დამცველები ჩვენი გზისა და მომავლის, არ არის აუცილებელი ყველაფერში ჩვენ ველოდოთ, რომ ვიღაც სხვა გადაგვიწყვეტს, გადააზღვევს ჩვენს საფრთხეებს, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „პალიტრანიუსისა“ და „რადიო პალიტრის“ ჟურნალისტს კითხვაზე, იყო თუ არა სალომე ზურაბიშვილსა და ევროპელ ლიდერებს შორის საუბრის ერთ-ერთი თემა, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საფრთხეების არსებობის შემთხვევაში, გადაზღვევის მექანიზმებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, რუსეთს მოლდოვაში ჩატარებული რეფერენდუმის თავის სასიკეთოდ გადაკეთება სურდა, თუმცა აქვე აცხადებს, რომ იგივე გავლენები და ბერკეტები რუსეთს საქართველოში არ აქვს.

„რისკების დაზღვევის მექანიზმი ჩვენ ვართ, ევროპელ ლიდერებთან ამაზე დიდად საუბარი არ იყო. რუსეთმა მისთვის ბევრად იოლ პირობებში ვერ შეძლო თავისი ჩარევით, მოლდოვის რეფერენდუმის თავის სასარგებლოდ გადაკეთება, საქართველოში რუსეთს ბერკეტები და გავლენები არ აქვს, რაც შეეძლო მოლდოვის შემთხვევაში გამოეყენებინა, ასე რომ, ჩვენ ვართ მთავარი დამცველები ჩვენი გზისა და მომავლის, არ არის აუცილებელი ყველაფერში ჩვენ ველოდოთ, რომ ვიღაც სხვა გადაგვიწყვეტს, გადააზღვევს ჩვენს საფრთხეებს. ჩვენი არჩევანი ჩვენი არჩევანია“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში