შალვა პაპუაშვილი „ენჯეოების“ განცხადებებზე - ეს საუბრები და ჭორაობა 2020-2021 წლების არჩევნებზეც გვსმენია, ენას ძვალი არ აქვს, დაბრალება ადვილია - ბრიფინგები კი არ უნდა ატარონ, უწყებათშორის კომისიაზე წარმოადგინონ მტკიცებულებები

ერთმანეთს ესაუბრონ, ვიდრე მტკიცებულებს არ წარმოადგენენ, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომელიც „ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, ამომრჩევლის დაშინებას, ტერორს, შესაძლო მოსყიდვას, პირადობის მოწმობების ჩამორთმევას“ უკავშირდება.

პაპუაშვილის თქმით, ეს ყველაფერი ჭორაობაა.

„ეს საუბრები და ჭორაობა 2021 წლის არჩევნებში, 2020 წლის არჩევნებშიც და სხვა დროსაც გვსმენია. დაბრალება ადვილია, დაბრალებას რა უნდა, ენას ძვალი არ აქვს, მაგრამ მტკიცებულებების წარმოდგენაზე როგორ არის? სხვათა შორის, ამ ორგანიზაციების გაერთიანების სპიკერს, თოლორაიას ერთ-ერთ ბრიფინგზე, სადაც ადმინისტრაციულ რესურსზე საუბრობდა, ჰკითხეს, მტკიცებულებები თუ გაქვსო, მტკიცებულებები ჩვენი საქმე არ არის, ჩვენ უნდა დავაბრალოთ და სახელმწიფომ მოიძიოს მტკიცებულებებიო. ეს ხომ აბსურდია, ასეთ ტყუილებს მოიგონებს ყველა და მერე ამტკიცე შენ, რომ სპილო არ ხარ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ დამადასტურებელი „სქრინები“, „ვოისები“ გამოქვეყნებულია, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ თუკი მტკიცებულებები არსებობს, ეს „უწყებათშორის კომისიაზე უნდა წარადგინონ“.

„ვციტირებდი ამ სადამკვირვებლო ორგანიზაციების გაერთიანების სპიკერს, თოლორაიას, რომელმაც კითხვაზე, გაქვთ თუ არა მტკიცებულებები, პასუხი გასცა - მტკიცებულებები ჩვენი საქმე არ არის, სახელმწიფომ მოიძიოსო, ეს ერთი. მეორე, თუკი, რამე მტკიცებულებები აქვთ, ბრიფინგები კი არ უნდა ატარონ, უწყებათშორისი კომისიაა, უცხოელი დამკვირვებლებიც იქ სხედან, მივიდნენ ამ სხდომაზე, ეს „სრქინები“ წარადგინონ, რატომ არ მიაქვთ? იქ მარტო ხომ არ იქნებიან? თავიანთი აზრით, თუ სახელმწიფო სტრუქტურებს არ ენდობიან, იქვე სხედან ეუთო/ოდირის დამკვირვებლები. თუ არ ვცდები, 7 სხდომა ჩატარდა, არც ერთზე არ მისულან NGO-ები, არც ერთზე არ მისულან ოპოზიციის წარმომადგენლები. ამისთვის „პოლიტიკოში“ სტატიის დაწერა არ გვჭირდება, შეგვიძლია ჩვენ თვითონ განვსაჯოთ, ადამიანი აბრალებს რაღაცას, ეკითხებიან, მტკიცებულება თუ გაქვსო, ამაზე ამბობს, სახელმწიფომ მოიძიოსო, სახელმწიფოს შექმნილი აქვს კომისია, სადაც უცხოელები სხედან, იქ არ მიდის, ეს მტკიცებულებები არ მიაქვს, შესაბამისად, დასკვნა გამოგვაქვს, რომ ეს არის დაბრალება და არა რამე ხელშესახები ფაქტი“, -განაცხადა პაპუაშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა