ჯინ შაჰინი - ქართველ ხალხს და მის სამოქალაქო საზოგადოებას აქვს უფლება, მოუსმინონ და პატივი სცენ მათ ხმას

ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებში აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, ჯინ შაჰინი „ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომლების, ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლებში ჩხრეკის ჩატარებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ჩხრეკამ გამოიწვია შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, შეუძლია თუ არა საქართველოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩაატაროს.

„ქართველ ხალხს და მის სამოქალაქო საზოგადოებას აქვს უფლება, მოუსმინონ და პატივი სცენ მათ ხმას - ეს არის ნებისმიერი ჯანსაღი დემოკრატიული სისტემის ცენტრალური პრინციპი. იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობა გადახედავს ამ კონკრეტულ ცნობებს და მათ სერიოზულად მოეკიდება", - აღნიშნულია სენატორის განცხადებაში, რომელიც მან გამოცემა The Hill-ს გაუგზავნა.

შეგახსენებთ, გუშინ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა „ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომლების, ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩაატარა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს