მიხეილ სააკაშვილი - არანაირ სხვა შედეგს არ მივიღებთ, გარდა გამარჯვებისა, სხვა ვარიანტი არც კი განიხილება

ეს არჩევნები ჩვენი ცხოვრების ყველაზე მთავარი არჩევნებია, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილის თქმით, "ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ არ იყოს უკანასკნელი".

"ჩემი და ბიძინას შედარება არ შეიძლება. რუსი ოლიგარქის ინტერესი ფულია.

ჩემი საფიქრალი და საზრუნავი ქართველი ხალხი და საქართველოა, რომელსაც სიამაყით ვემსახურე!

მე მიყვარს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხისგან ვიღებ ენერგიას. ივანიშვილი ხედავს რა ხალხის გამოღვიძებას და საპროტესტო მუხტს, მისთვის საზოგადოების მიუღებლობა შესაბამისად იზრდება.

ბიძინას სჭირდება მორჩილები და ღატაკი ქვეყანა.

ჩვენ გვინდა თავისუფალი, ამაყი და განვითარებული საქართველო, მაღალი შემოსავლებით და ღირსეულ სამსახურებში დასაქმებული ხალხით, რომელიც ევროპის პოლიტიკური ოჯახის წევრი იქნება.

მიმართეთ თქვენს ახლობლებს, მეგობრების, ნათესავებს, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ეს არჩევნები ჩვენი ცხოვრების ყველაზე მთავარი არჩევნებია!

ყველაფერი ვიღონოთ იმისთვის, რომ ეს არ იყოს ჩვენი უკანასკნელი არჩევნები! გავუფრთხილდეთ ჩვენს დამოუკიდებლობას, დემოკრატიულ ღირებულებებსა და მისწრაფებებს, ვუერთგულოთ ჩვენს ქვეყანას და არ დავკარგოთ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობა!

ჩვენ, ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას, გვჭირდება მაქსიმალური მობილიზება ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთხელ გადასარჩენად და ევროპული მიზნის მისაღწევად.

მოვიშოროთ მაჯლაჯუნა და გავათავისუფლოთ მისი მძევლობისგან საქართველო!

გააფერადე 5.

ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა - საქართველო", - წერს სააკაშვილი.

ამასთან, სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ კიდევ ერთ წერილში წერს, რომ გამარჯვების გარდა, სხვა ვარიანტი არ განიხილება და სხვა "შედეგს არ მიიღებენ".

"ჩვენ ვემზადებით მხოლოდ გამარჯვებისთვის!

არანაირ სხვა შედეგს არ მივიღებთ, გარდა გამარჯვებისა, სხვა ვარიანტი არც კი განიხილება!", - წერს სააკაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - თუ ხელისუფლებამ დაინახა რომ პოლიტიკური პარტიები მისთვის საშიშროებას წარმოადგენენ, მაშინ, მათ, რა თქმა უნდა, გააუქმებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2026
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ
კომპანია EAGLE HILLS-მა გლობალური წარმომადგენლობა გააფართოვა და მონტენეგროში, შასის ტბის სანაპიროზე, პროექტი ŠAS HEIGHTS წარადგინა
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
„ამბასადორი აილენდს“ ზღვაში შექმნილი, 28 ჰექტარი მიწის ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა
30 წელი ინოვაციების, განვითარებისა და მომხმარებელზე ზრუნვის გზაზე - ელიტი დაბადების დღეს აღნიშნავს
KFC-ის გამოძახებას დღეიდან მხოლოდ Glovo-ზე შეძლებ - ყველაფერი, რაც ამ მნიშვნელოვან სიახლეზე უნდა იცოდე