საარჩევნო ოლქის ინფორმაციით, ქუთაისის  #59-ე ოლქში ყველა უბანი შეფერხების გარეშე გაიხსნა

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ქუთაისის #59-ე ოლქში არსებული ყველა უბანი 08:00 საათზე გაიხსნა.

საარჩევნო ოლქის ინფორმაციით, ყველა უბანი დროულად გაიხსნა, არ ყოფილა შეფერხება და პირველი ამომრჩეველიც მივიდა.

საპარლამენტო არჩევნებისთვის ქუთაისში 72 უბანია გახსნილი, აქედან ერთი #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. რეგისტრირებულია 152 506 ამომრჩეველი. 71 უბანში არჩევნები ელექტრონული წესით გაიმართება.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა