ანა ნაცვლიშვილი - ბიძინა ივანიშვილმა ხმა მისცა დაცვის თანამშრომლების უპრეცედენტო მობილიზების პირობებში, გადაკეტეს უბანი და მოქალაქეებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, ესარგებლათ ხმის მიცემის უფლებით - ეს კანონის დარღვევაა

ბიძინა ივანიშვილმა ხმა მისცა დაცვის თანამშრომლების უპრეცედენტო მობილიზების პირობებში, რომლებმაც გადაკეტეს უბანი და მოქალაქეებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, ამ დროს ესარგებლათ ხმის მიცემის უფლებით, რადგან ოლიგარქი ბრძანდებოდა უბანში და აძლევდა ხმას. ეს არის კანონის დარღვევა, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელს უბანზე საშუალება არ ეძლევა კანონდარღვევა დააფიქსიროს.

ნაცვლიშვილმა მოუწოდა მთაწმინდის მესამე უბნის თავმჯდომარეს და კომისიას, დაიცვან საქართველოს კანონმდებლობა.

„საარჩევნო დღეს რუსმა ოლიგარქმა ხმის მიცემის დროს დაარღვია საქართველოს კანონი. მან ხმა მისცა დაცვის თანამშრომლების უპრეცედენტო მობილიზების პირობებში, რომლებმაც გადაკეტეს უბანი და მოქალაქეებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, ამ დროს ესარგებლათ ხმის უფლებით, რადგან ოლიგარქი ბრძანდებოდა უბანში და აძლევდა ხმას. ეს არის კანონის დარღვევა. ასე საქართველოს კანონით და არსად ევროპაში, ხმის მიცემა გათვალისწინებული არ არის. ამასთან დაკავშირებით „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა შეიტანა საჩივარი, რომელსაც კომისიის გაავებული რეაგირება მოჰყვა, ახლაც, ამ წუთებში, ჩვენს წარმომადგენელზე, რომელიც აპირებს დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა და კანონის სრული დაცვით დაწეროს საჩივარი მომხდარ უკანონობასთან დაკავშირებით, არ აძლევენ საშუალებას განახორციელოს თავისი უფლებამოსილება, რითაც დამატებით არღვევენ ამ ქვეყნის კანონს. მინდა მოვუწოდო მთაწმინდის პირველი ოლქის მესამე უბნის თავმჯდომარეს და კომისიის წევრებს - დაიცავით არა რუსი ოლიგარქი, არამედ დაიცავით ამ ქვეყნის კანონმდებლობა! ეს არის თქვენი ვალდებულება!“- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა