ალეკო ელისაშვილი - მივმართავ „ქართულ ოცნებას“: შეეგუეთ მარცხს, ამას მეტი კაცობა სჭირდება, გეყოთ, რაც აჯანჯღარეთ ჩვენი ქვეყანა - ხელისუფლება წყნარად გადმოგვაბარეთ!

თავისუფლებამ და ღირსებამ გაიმარჯვა საქართველოში და ყველას გილოცავთ! - მივმართავ „ქართულ ოცნებას“ - შეეგუეთ მარცხს, ამას მეტი კაცობა სჭირდება - გეყოთ, რაც აჯანჯღარეთ ჩვენი ქვეყანა,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილმა „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლების ოპოზიციისთვის მშვიდობიანად გადმობარებისკენ მოუწოდა.

„თავისუფლებამ და ღირსებამ გაიმარჯვა საქართველოში და ყველას გილოცავთ! ყველას, ვინც არ გატყდით, ვინც მიხედვით, გააფერადეთ ოპოზიცია და განსაკუთრებით 9 ნომერი. მადლობა ყველას! ყველაფერი ამით არ დამთავრებულა. ყველა ხმას დავიცავთ და ამ გამარჯვებას ოფიციალურად ბეჭედს დავარტყამთ. ცესკო-ს ბეჭდის დარტყმა მოუწევს. მინდა მივმართო „ქართულ ოცნებას“, ვისაც გონიერება შერჩენია - მოეშვით მაიმუნობას, გეყოთ დღეს რასაც მამაძაღლობდით მთელი დღის განმავლობაში, ხალხს უქსევდით ვიღაც ქეციან ზონდერებს, ვიღაც ძალით ძველ ბიჭებს. გეყოფათ ახლა ეს! ხელისუფლება წყნარად გადმოგვაბარეთ. ამაღამ უკვე დავიწყებთ იმ დაპირებების შესრულებას, რასაც ხალხს ვპირდებოდით: ევროკავშირისკენ სვლა და ჩვენი გამდიდრება, ორასი ათასი სამუშაო ადგილი, ანაკლიის პროექტის დაუყოვნებლივ შესრულება და 1000-ლარიანი პენსია. ამისთვის ხელები გვაქვს დაკაპიწებული.

ქართველებო, ღირსეულო ქართველებო, გილოცავთ ყველას! „ქართულ ოცნებაში“ კიდევ ერთხელ გეუბნებით, შეეგუეთ მარცხს. ამას მეტი კაცობა სჭირდება. მოძებნეთ თქვენს თავში ძალა. გეყოთ რაც აჯანჯღარეთ ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 40,9 % მიიღო, „ერთიანობა - ნაცმოძრაობამ“ 16,7 %, მელია-გვარამიას კოალიციამ 16,7 %, „ძლიერმა საქართველომ“ – 10,3% და გახარიას პარტიამ - 8,2 %.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე