გიორგი ხახუბია - ქართველმა ხალხმა აირჩია ღირსება, კეთილდღეობა, მშვიდობა

ქართველმა ხალხმა აირჩია ღირსება, კეთილდღეობა, მშვიდობა და ის ერთადერთი უალტერნატივო გზა, რასაც ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება ჰქვია , - ეს განცხადება ჟურნალისტებთან ფოთის, ხობისა და სენაკის დელეგატმა პარლამენტში გიორგი ხახუბიამ გააკეთა.

მან მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, შემდეგი 4 წელიწადში ყველა დაგეგმილი პროექტი განხორციელდება.

,ჩემს ფოთელებს, ხობელებს და სენაკელებს მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო გამოხატული დიდი მხარდაჭერისთვის, ჩვენ დამაჯერებლად გავიმარჯვეთ. კიდევ მიმდინარეობს დათვლის პროცესი, მაგრამ უბნებიდან შემოსული ინფორმაციიდან დინამიკა საკმაოდ მზარდია. არის უბნები, სადაც 60%-იანი ზღვარი გვაქვს გადალახული, რაც იმაში გვარწმუნებს, რომ საკმაოდ დიდი სხვაობით და დამაჯერებლად ვიმარჯვებთ ამ არჩევნებში. ქართველმა ხალხმა აირჩია ღირსება, კეთილდღეობა, მშვიდობა და ის ერთადერთი უალტერნატივო გზა, რასაც ჰქვია ჩფენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება. რა თქმა უნდა, შემდეგი 4 წელი იქნება კიდევ უფრო მეტი განვითარების წლები და ამასთანავე, ყველა დაგეგმილი პროექტი აუცილებლად იქნება შესრულებული და მიღწეული", - განაცხადა გიორგი ხახუბიამ

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა