მამუკა მდინარაძე - პოლიტიკური პარტიები და NGO სექტორის წარმომადგენლები უკვე მესამედ წავიდნენ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ - ახდა სიტყვასიტყვით ჩვენი სიტყვები, რომ ისინი ემზადებოდნენ 27 ოქტომბრისათვის

პოლიტიკური პარტიები და NGO სექტორის წარმომადგენლები უკვე მესამედ წავიდნენ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა განცხადებას, რომ არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ.

მამუკა მდინარაძის თქმით, ოპოზიცია ემზადებოდა არა არჩევნებში რაიმე შედეგის მისაღებად, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის.

„თქვენ ნახეთ, როგორ ახდა სიტყვასიტყვით ჩვენი სიტყვები, რომ ჩვენი პატივცემული აგენტურული ოპოზიცია კი არ ემზადებოდა 26 ოქტომბრისა და არჩევნებში რაიმე შედეგის დადებისათვის, ისინი ემზადებოდნენ 27 ოქტომბრისათვის. დღეს 27 ოქტომბერია უკვე და აქედან გამომდინარე მათ დააანონსეს ის, რაც დააანონსეს. ისინი, პოლიტიკური პარტიები და NGO სექტორის წარმომადგენლები უკვე მესამედ წავიდნენ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ. მათ უნდა იცოდნენ, რომ ისინი მიდიან საქართველოში, საკუთარ სამშობლოში კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ.

პოლიტიკური პარტიები ამბობენ, რომ ჩვენ გვქონდა რაღაც კომპლექსური სქემა, უნდა ვაღიარო, დიახ, ჩვენ გვქონდა კომპლექსური სქემა და მას ჰქვია საკუთარი სამშობლოს სიყვარული, საკუთარი ხალხის სიყვარული და დემოკრატია. ამ სქემის მიხედვით იგებს ეროვნული ხელისუფლება, საკუთარი სამშობლოს მოყვარულ ხალხთან ერთად თავის ქვეყანაში არჩევნებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ოპოზიციური სუბიქტებიდან არჩევნების შედეგების არ აღიარების შესახებ განცხადებები გააკეთეს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობისა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე