ბადრი ჯაფარიძე - რაც ცესკომ გამოაცხადა, აცდენილია ჩვენი თანამოქალაქეების ნებას - მხარდაჭერა, რომელიც მივიღეთ, გვავალდებულებს გავაგრძელოთ თითოეული ხმის დასაცავად ბრძოლა

ჩვენი მხარდაჭერა გვავალდებულებს, რომ თითოეული ხმის დასაცავად ბრძოლა გავაგრძელოთ, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგი მოქალაქეების ნებას არ ასახავს.

“ეს, რაც ცესკომ გამოაცხადა, რა თქმა უნდა, საერთოდ აცდენილია ჩვენი თანამოქალაქეების ნებას, ეს არის მანიპულაციებისა და დაშინების გამოყენებით მიღებული შედეგი და, შესაბამისად, ის ვერ იქნება ამსახველი ჩვენი მოქალაქეების ნების, მაგრამ ჩვენ გვავალდებულებს ის მხარდაჭერა, რომელიც ჩვენ მივიღეთ, რომ ჩვენ გავაგრძელოთ თითოეული ხმის დასაცავად ბრძოლა და ჩვენ ამას ვახორციელებთ ამ კონკრეტულ მომენტში”, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე