ალექსეი პუშკოვი - დასავლეთის გეგმა, საქართველოში ოპოზიციის მხარდაჭერით რეჟიმის შეცვლასთან დაკავშირებით, დაიმსხვრა

დასავლეთის გეგმა ოპოზიციის მხარდაჭერით საქართველოში რეჟიმის შეცვლასთან დაკავშირებით ჩაიშალა, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის კომისიის ხელმძღვანელმა, ალექსეი პუშკოვმა განაცხადა.

„შესაძლოა, საქართველოში არეულობა მაინც იყოს, მაგრამ, როგორც ჩანს, დასავლეთის გეგმა - საქართველოში ოპოზიციის მხარდაჭერით რეჟიმის შეცვლასთან დაკავშირებით, მარტივად რომ ვთქვათ, დაიმსხვრა. გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“, რომელმაც მიიღო ხმების 54%-ზე მეტი, ანუ აბსოლუტური უმრავლესობა. დასავლეთის გეგმა იყო საქართველოს გადაქცევა თავის ნახევრად კოლონიად და ქვეყანას ევროპული ერების მრავალგენდერულ ოჯახთან შეერთებას ჰპირდებოდა. თუმცა, რატომღაც ამან ვერ მიიზიდა ქართველი ამომრჩევლის უმრავლესობა“, - აღნიშნა პუშკოვმა.

მისი მტკიცებით, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვერ დაარწმუნა თანამოქალაქეები ევროპული ღირებულებების მომხიბვლელობაში.

„ახლა კი, არჩევნების შემდეგ, რომელმაც კვლავ მოუტანა გამარჯვება „ქართულ ოცნებას“, ჩნდება კითხვა, რამდენად შეესაბამება თავად ზურაბიშვილი, როგორც პრეზიდენტი, ქართველი ხალხის განწყობებს?!“ – აღნიშნა პუშკოვმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს