თინა ბოკუჩავა - ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა პრეზიდენტთან, გვაქვს ინტენსიური კონსულტაციები, რომელიც გაგრძელდება - იმედი მაქვს, სრული ერთიანობა იქნება პროდასავლურ ოპოზიციურ ფრონტზე

ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა პრეზიდენტთან. გვაქვს ინტენსიური კონსულტაციები, რომელიც გაგრძელდება უახლოეს საათებში. იმედი მაქვს, სრული ერთიანობა იქნება პროდასავლურ ოპოზიციურ ფრონტზე,- ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ამასთან, განმარტა, რომ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ ამ არჩევნებს არ აღიარებს.

„ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ გუშინ არჩევნებში გაიმარჯვა ქვეყნის ევროპულმა არჩევანმა. ხალხმა ნდობის მანდატი რეალურად მისცა კოალიციურ პროდასავლურ ხელისუფლებას და არა ივანიშვილის რუსულ ერთპარტიულ მმართველობას. ივანიშვილმა მიიტაცა საარჩევნო შედეგი, მოიპარა ქართველი ხალხის მიერ მოგებული არჩევნები. როგორც გუშინ განვაცხადეთ, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ ამ არჩევნებს არ აღიარებს. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა პრეზიდენტთან. გვაქვს ინტენსიური კონსულტაციები, რომელიც გაგრძელდება უახლოეს საათებში. იმედი მაქვს, სრული ერთიანობა იქნება პროდასავლურ ოპოზიციურ ფრონტზე“, - აღნიშნა ბოკუჩავამ.

ინფორმაციისთვის, პრეზიდენტი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდა. უფრო კონკრეტულად, სალომე ზურაბიშვილს უკვე შეხვდნენ პარტია „ახალის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ და „ძლიერი საქართველოს“ წევრები. მათ ორბელიანის სასახლე ცოტა ხნის წინ დატოვეს. ამ წუთებში პრეზიდენტი უკვე არასამთავრობო სექტორთან მართავს აუდიენციას. პრეზიდენტთან შეხვედრაზე შევიდნენ „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი, ნინო დოლიძე და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება