მამუკა მდინარაძე - საქართველოს პრეზიდენტი პრაქტიკულად აღარ ჰყავს - საქართველოს ჰყავს აგენტურული, რადიკალური ოპოზიციის ნირწამხდარი ლიდერი

საქართველოს პრეზიდენტი პრაქტიკულად აღარ ჰყავს. საქართველოს ჰყავს აგენტურული, რადიკალური ოპოზიციის ნირწამხდარი ლიდერი, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი არის აგენტურული ოპოზიციის კოორდინატორი და არა პრეზიდენტი.

„ახლა, ვინც გახარიას მისცა ხმა, იმ ხალხს მივმართავ, ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე. „ნაცი“ რომ არ გეგონათ და ბიძინა ივანიშვილის პროექტი გგონიათ დღემდე, ამ პარტიას არჩევნებამდე დღეებით ადრე [ოპოზიციის] ოთხეულში ასახელებდა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. მაინც ვერ დაიჯერეთ. გაექცა ერთხელ და მერე უკან აღარ დაიხია და „ოთხეული“ იძახა. მაინც ვერ დაიჯერეთ, რომ ეს კაცი „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ნაწილი იყო და აგენტურული პარტიების ერთ-ერთი ნაწილი იყო. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ოთხივე პარტიის ლიდერები არიან აგენტურული კოალიციის წარმომადგენლები, რომელთა კოორდინატორად დანიშნულია სალომე ზურაბიშვილი და არავითარი პრეზიდენტი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!