თინა ბოკუჩავა - იმედი მაქვს ყველა ადამიანი, ვინც არ ეგუება ქვეყნის გარუსებას და რეალურად ხმა მისცა ქვეყნის ევროპულ მომავალს, იდგება რუსთაველზე ქვეყნის ევროპული მომავლისთვის

ჩვენ სრულად ვიზიარებთ იმ პოზიციას, რომელიც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააჟღერა საზოგადოების წინაშე, ის არ აღიარებს საარჩევნო შედეგს, - ასე გამოეხმაურა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას არჩევნების არაღიარებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ერთადერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის მიერ, როგორც პრეზიდენტის ინსტიტუტია, ამგვარი განცხადება მნიშვნელოვანია.

„ჩვენ ამგვარი განცხადება გუშინ გავაკეთეთ, ისევე როგორც სხვა კოალიციებმა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრეზიდენტი ერთადერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომლის მიტაცებაც ბიძინა ივანიშვილმა ვერ შეძლო, ღიად აცხადებს, რომ არჩევნების მიღება ქართველი ხალხის ნების უგულებელყოფასა და იმის აღიარებას ნიშნავს, რომ ქვეყნის გარუსება მოხდა - რუსიფიკაცია, ეს მნიშვნელოვანი განაცხადია.

ხვალინდელი აქციისკენ მოწოდებაც მნიშვნელოვანია, იმედი მაქვს ყველა ადამიანი, ვინც არ ეგუება ქვეყნის გარუსებას და რეალურად ხმა მისცა ქვეყნის ევროპულ მომავალს, იდგება რუსთაველზე ქვეყნის ევროპული მომავლისთვის“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს