ლევან ქარუმიძე ჰელსინკის კომისიას პასუხობს - გუშინ ქართველმა ხალხმა ხმა მისცა ამ ხელისუფლებას, იგივე გააკეთა ქართველმა ხალხმა 4 წლის, 8 წლის და 12 წლის წინაც!

“ქართული ოცნების” დეპუტატი, ლევან ქარუმიძე, ჰელსინკის კომისიის განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ “ქართველი ხალხი მუდმივად აძლევდა ხმას ევროპული ოჯახის წევრობას. მათმა მთავრობამ პატივი უნდა სცეს მათ ხმას და მათ არჩევანს.”

ქარუმიძე წერს, რომ ნამდვილად ასეა და დასძენს, რომ გუშინ ქართველმა ხალხმა ხმა მისცა “ქართული ოცნების” ხელისუფლებას. მისი თქმით, ხალხმა იგივე გააკეთა 4, 8 და 12 წლის წინაც.

“დიახ, ნამდვილად! ასევე გუშინ ქართველმა ხალხმა ხმა მისცა ამ ხელისუფლებას.

იგივე გააკეთა ქართველმა ხალხმა 4 წლის წინ.

და 8 წლის წინ.

და იცით რა?

ქართველმა ხალხმა ხმა მისცა ამ ხელისუფლებას 12 წლის წინაც!” - წერს ქარუმიძე X-ზე, რასთან დაკავშირებულ ინფორმაციასაც პარტია ავრცელებს.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს