ირაკლი კობახიძე - აეროპორტების მიმართულებით ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს, ასევე, იმედი გვაქვს, 2028 წელს მიიღებს ანაკლიის პორტი პირველ გემს

აეროპორტების მიმართულებით ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, ვაზიანის ახალი აეროპორტი... ასევე ქუთაისის აეროპორტის გაფართოება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ამასთან, პრემიერი იმედოვნებს, რომ 2028 წელს მიიღებს ანაკლიის პორტი პირველ გემს.

„ინფრასტრუქტურული სამუშაოები გაგრძელდება. ძალიან კონკრეტული და მკაფიო გეგმა გვაქვს შემდეგი 4 წლისთვის. ეს გეგმა სრულად უნდა განხორციელდეს, მათ შორის საგზაო პროექტები, მრავალი მიმართულებით გვაქვს პროექტები.

ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია დაანონსებული - საუნივერსიტეტო კამპუსების განვითარების პროექტი როგორც თბილისში, ისე ქუთაისში. საუბარია, სრულიად ახალი ინფრასტრუქტურის შექმნაზე, რაც ჩვენს სტუდენტებს მისცეს საშუალებას, რომ საქართველოში მიიღონ უმაღლესი ხარისხის განათლება, უმაღლესი დონის ინფრასტრუქტურის პირობებში, შესაბამის გარემოში. ეს მისცემს მათ საკუთარი ინტერესების სხვაგვარად რეალიზების საშუალებას, მთელი ყურადღება დაეთმობა ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას, რომელიც უნდა დასრულდეს 2028 წელს.

აეროპორტების მიმართულებით ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, ვაზიანის ახალი აეროპორტი...ასევე ქუთაისის აეროპორტის გაფართოება. ანაკლიის პორტის პროექტი, რომლის მშენებლობა დაწყებულია და გვექნება შედეგები მაქსიმუმ 2029 წლისთვის, იმედია 1 წლით ადრე მოხდება პირველი გემების მიღება ანაკლიაში. გვაქვს ახალი სტადიონის პროექტი, ჯარზე და პოლიციაზე ზრუნვა გაგრძელდება მუდმივ რეჟიმში. ქართული ჯარი და სამართალდამცავი უწყებები არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის უმთავრესი საყრდენი. ჩვენი ვალია განსაკუთრებული ზრუნვა ჯარის და პოლიციის განვითარებაზე.

გაგრძელდება ზრუნვა სამართალდამცავი სტრუქტურების, თითოეული ჯარისკაცის, პოლიციელის, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის, სახელმწიფო დაცვის, დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლის ინტერესების რეალიზებაზე“,- აღნიშნა კობახიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის