შალვა პაპუაშვილი - 2012 წელს რამდენიმე დღე დასჭირდათ, რომ ეღიარებინათ მარცხი, 2016 წელს რამდენიმე კვირა, 2020 წელს რამდენიმე თვე - ახლაც იმავე მდინარეში შევიდნენ, თუმცა აქაც აღიარება მოუწევთ

2012 წელს რამდენიმე დღე დასჭირდათ, რომ ეღიარებინათ მარცხი. 2016 წელს რამდენიმე კვირა, 2020 წელს რამდენიმე თვე. ახლაც იმავე მდინარეში შევიდნენ, თუმცა აქაც იგივე აღიარება მოუწევთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდის წინასწარმეტყველება იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიცია ემზადებოდა არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის გამართლდა.

“უკვე ნათელია არჩევნების შედეგები. თითქმის 900 ათასი ხმით „ქართულმა ოცნებამ“ აჯობა შემდეგ პარტიას, რომელიც ამ არჩევნებში მეორე ადგილზეა. ეს არის ქართველი ხალხის დიდი გამარჯვება, რომელმაც ფაქტობრივად გაიმეორა ის ნაბიჯი, რომელიც ხალხმა 2012 წელს გადადგა. გაუსწორა რა თვალი იმ რისკებსა და საფრთხეებს, რომელიც 2012 წლის არჩევნების წინ რეალობა იყო და მოიცილა ეს საფრთხეები, ხოლო ამ არჩევნებზე იყო იმის რისკი, რომ განმეორდებოდა. დიდი იმედი მართალია არა, მაგრამ გულის კუნჭულში მქონდა იმედი, რომ 2020 წლის მსგავსად არ მომიწევდა გამოსვლა და ტყუილების მხილება, მაგრამ ჩვენი წინასწარმეტყველება გამართლდა იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიცია ემზადებოდა არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის. ოპოზიცია და რამდენიმე მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაცია, მთელი ეს პერიოდი ამით იყვნენ დაკავებული და გამართლდა ის, რაც ჩვენ ვთქვით; გამართლა ის, რომ მათ არ სურთ აღიარონ ხალხის ნება და გამართლდა ის, რომ ისინი არ აპირებენ მიღონ ის მანდატი, რომელიც მათ ხალხმა გადასცა; 2012 წელს რამდენიმე დღე დასჭირდათ, რომ ეღიარებინათ მარცხი. 2016 წელს რამდენიმე კვირა დასჭირდათ რომ ეღიარებინათ მარცხი, 2020 წელს არ აღიარეს და რამდენიმე თვე დასჭირდათ, რომ ეღიარებინათ მარცხი და ახლაც იმავე მდინარეში შევიდნენ, თუმცა რა თქმა უნდა, აქაც იგივე აღიარება მოუწევთ

ეს წლები ქართველი ხალხი აკვირდებოდა და უყურებდა ოპოზიციას როგორ იქცეოდა, რას აკეთებდა. ნახეს მათი რადიკალიზმი, ნახეს, რომ პარლამენტში არაფერს აკეთებდნენ და პარლამენტის სხდომების ნახევარი გაცდენილი აქვთ. დადიან უცხოეთში და იმათ სასიამოვნოდ გეგმავენ საკუთარ დღის წესრიგს. ნახეს წინასაარჩევნო კამპანია მათ საერთოდ რომ არ ჩაუტარებიათ. ერთი ორჯერ ჩავიდოდნენ კამერით, დადგებოდნენ მხარდამჭერებთან, გადაიღებდნენ ჭრელა-ჭრულა ფოტოებს. ეს იყო მათი კამპანია. მათი კამპანია იყო ტელევიზიით და უცხოეთიდან განცხადებები”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა