შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე - სცენა აწყობილი ჰქონდათ და რატომ დაშალეს და წავიდნენ? ეთერები რატომ შეწყვიტეს და დაიძინეს? ასე იქცევა ის ჯგუფი, რომელიც მართლა ფიქრობს, რომ გაყალბდა რამე? - ეს განაჩენია

მთავარი მიზანი, რაც მათ [ოპოზიციას ჰქონდათ, რომ ხელისუფლება გადაებარებინათ მათი უცხოელი დამკვეთებისთვის, ვერ შეასრულეს - ახლა ვხედავთ კოორდინირებულ კამპანიას იმისთვის, რომ თავს დაესხან ქართველ ამომრჩეველს და წაართვან მათი არჩევანი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ქართველი ხალხისგან „საკუთარი უსამშობლოობის გამო პასუხი მიიღეს“.

„მთავარი მიზანი, რაც მათ [ოპოზიციას] ჰქონდათ, რომ ხელისუფლება გადაებარებინათ მათი უცხოელი დამკვეთებისთვის, ვერ შეასრულეს. ახლა ვხედავთ კოორდინირებულ კამპანიას იმისთვის, რომ თავს დაესხან ქართველ ამომრჩეველს და წაართვან მათი არჩევანი. მათ შორის, სასაცილო იყო, რაც 26 ოქტომბერს საღამოს ვნახეთ, მათი გუნება-განწყობის ცვლილება. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ „ედისონ რისერჩმა“ ეგზიტპოლი გააყალბა...

სცენა აწყობილი ჰქონდათ და რატომ არ ავიდნენ იმ სცენაზე? რატომ დაშალეს ის სცენა და წავიდნენ? ღამის 01:30 საათზე ეთერები რატომ შეწყვიტეს და რატომ წავიდნენ და დაიძინეს? ასე იქცევა ის ჯგუფი, რომელიც მართლა ფიქრობს, რომ გაყალბდა რამე? - აქ რამე, რომ გაყალბებულიყო ქართველ ამომრჩეველს რა შეაჩერებდა, ან თუნდაც მაგ ოპოზიციას რა შეაჩერებდა პროტესტისგან?! მაგრამ ისინი წავიდნენ და 01:30 საათზე ტკბილად და მშვიდად დაიძინეს. იმიტომ, რომ იციან, რომ ქართველი ხალხისგან საკუთარი უსამშობლოობის გამო პასუხი მიიღეს. სინამდვილეში, ეს განაჩენია.

როდესაც 43%-იანი სხვაობაა, პირველ ადგილოსან „ქართულ ოცნებასა“ და შემდეგ ადგილოსანს შორის, ეს არის განაჩენი, რომელიც ქართველმა ხალხმა ამ ოპოზიციას ყველაფრისთვის [გამოუტანა]. ისინი აპირებდნენ, რომ სანქციები დაეწესებინათ, იმისთვის, რომ ისინი საქართველოს ინტერესებს სხვებზე ყიდიან. იმისთვის, რომ ისინი აპირებდნენ ამ ქვეყნის ომში ჩათრევას, იმიტომ, რომ ისინი იტყუებიან მარცხნივ და მარჯვნივ. იმისთვის, რაც მათ პარლამენტში გააკეთეს, [ხალხმა] პასუხი გასცა და სამარცხვინო ადგილი დემოკრატიულ სივრცეში მიუჩინა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის