იგორ ნარმანია - მნიშვნელოვანია, რომ დღეს 19:00 საათზე პარლამენტთან ვიყოთ ძალიან ბევრნი - ივანიშვილს უნდა, რომ ჩვენ გადავვარდეთ ნიჰილიზმში, მაგრამ პირიქით, უფრო მეტად მოტივირებულები ვართ

მნიშვნელოვანია, რომ დღეს 19:00 საათზე პარლამენტთან ვიყოთ ძალიან ბევრნი - ივანიშვილს უნდა, რომ ჩვენ გადავვარდეთ ნიჰილიზმში, მაგრამ პირიქით, უფრო მეტად მოტივირებულები ვართ, რათა ეს ბრძოლა ბოლომდე მივიყვანოთ და საქართველოში დავასრულოთ რუსული რეჟიმი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ იგორ ნარმანიამ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არჩევნები იყო სუს-ის და „ეფესბეს“ კოორდინირებული სპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ.

„ეს არჩევნები იყო სუს-ის და „ეფესბეს“ კოორდინირებული სპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ამიტომ ამ აბსურდის აღიარებას არავინ აპირებს. ჩვენ ვხედავთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეაქციას, რომ ისინი არ აპირებენ აღიარონ არჩევნების შედეგები, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დღეს 19:00 საათზე პარლამენტთან ვიყოთ ძალიან ბევრნი. [ბიძინა] ივანიშვილს უნდა, რომ ჩვენ გადავვარდეთ ნიჰილიზმში, ამიტომ არცერთი ჩვენგან რუსული რეჟიმის სასარგებლოდ არ უნდა გადავარდეს ნიჰილიზმში, პირიქით, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, ვართ უფრო მეტად მოტივირებულები, რათა ბოლომდე მივიყვანოთ ეს ბრძოლა და დავასრულოთ რუსული რეჟიმი საქართველოში. ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე“, - განაცხადა იგორ ნარმანიამ.

ცნობისთვის, გუშინ გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოქალაქეებს დღეს 19:00 საათზე რუსთაველზე გამოსვლისკენ მოუწოდა.

„გვინდა მოგიწვიოთ 28 ოქტომბერს, 19:00 საათზე რუსთაველზე იმისთვის, რომ ჩვენ ერთად გამოვუცხადოთ მსოფლიოს, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია „ინოვას“ სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში