მამუკა მდინარაძე - „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელზე, ნინო დოლიძეზე მიმდინარეობს „ბულინგი“ და მას უკრძალავენ, პარალელური ხმის დათვლის მონაცემები გამოაქვეყნოს

ISFED-ის ხელმძღვანელზე, ნინო დოლიძეზე მიმდინარეობს ბულინგი და მას უკრძალავენ, გამოაქვეყნოს პარალელური ხმის დათვლის მონაცემები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტიდან დაფინანსებულმა ორგანიზაციამ „კეთილი უნდა ინებოს“ და საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან დღე-ნახევრის შემდეგ მაინც გამოაქვეყნოს პარალელური ხმის დათვლის მონაცემები.

„როგორც ჩვენთვის ცნობილია, შევეცდები ეს ინფორმაცია დავაზუსტოთ, თუნდაც თქვენი, ჟურნალისტების მეშვეობით და საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას, რომ „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელზე მიმდინარეობს ბულინგი და მას უკრძალავენ გამოაქვეყნოს პარალელური ხმის დათვლის მონაცემები. უკვე დღე-ნახევარია გასული და ე.წ. „სამართლიანია არჩევნები“ ვერ ახერხებს, რომ გამოაქვეყნოს პარალელური ხმის დათვლის მონაცემები. შეგახსენებთ, ეს არის ის ორგანიზაცია, რომელმაც შეცდომად აღიარა და ჩვენ მაშინ საზოგადოებას ვამცნეთ უმალვე, 2020 წელს რომ გაყალბებული იყო არა არჩევნები მაშინ, არამედ პარალელური ხმის დათვლის მონაცემები, ოღონდ ეს შეეხებოდა მხოლოდ 2 პროცენტს. შემდეგ ამ შეცდომის გამოსწორება მათ სცადეს შეცდომის დარქმევით, ხოლო წელს, ისინი უკვე დღე-ნახევრის განმავლობაში ვერ თუ არ აქვეყნებენ პარალელური ხმის დათვლის მონაცემებს.

ასევე შეგახსენებთ, რომ ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ფინანსდება USAID-ის მიერ. ანუ, პირდაპირ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ჩვენ ყველანი ერთად მოვალენი ვართ, რომ გავუფრთხილდეთ იმიჯს ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის და მისმა დაფინანსებულმა ორგანიზაციამ კეთილი ინებოს და საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან დღე-ნახევრის შემდეგ მაინც გამოაქვეყნოს პარალელური ხმის დათვლის მონაცემები,“ - განაცხადა მდინარაძემ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე