მამუკა მდინარაძე - შეგვიძლია საერთაშორისო შეფასებებს დავარქვათ კრიტიკული აღიარება - კრიტიკის ნაწილში არ ვეთანხმებით, აღიარების ნაწილში ვეთანხმებით

შეგვიძლია საერთაშორისო შეფასებებს დავარქვათ კრიტიკული აღიარება. კრიტიკის ნაწილში არ ვეთანხმებით, აღიარების ნაწილში ვეთანხმებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი შეფასებით, საქართველოში 26 ოქტომბერს არჩევნები შედგა, რომლის შედეგების ვერაღიარება ყველაზე სუბიექტურად განწყობილმა ძალებმაც ვერ შეძლეს.

„დიახ, საქართველოში შედგა არჩევნები, რომლის ვერაღიარება ყველაზე ანტაგონისტურად, სუბიექტურად თუ რაც გნებავთ დაარქვით, განწყობილმა ძალებმაც ვერ შეძლეს, ამასთან დაკავშირებით სიტყვა არ თქმულა, რაც ძალიან გასაკვირია. საუბარი მიდის გამჭვირვალობის და სხვა კანონებზე. არჩევნებზე განცხადებებში კანონებზეა ლაპარაკი. რა შუაშია ერთი მეორესთან?!“- განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, არჩევნები არალეგიტიმურად არავის უღიარებია.

„დიდი მადლობა ეუთო/ოდირს, რომელმაც დიდი ზეწოლის მიუხედავად, კონკურენტულ არჩევნებზე თავისი სიტყვა თქვა“, - განაცხადა მდინარაძემ.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს