ოპოზიციის ლიდერები ელჩებს ხვდებიან

ოპოზიციის ლიდერები ამ წუთებში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ მიმდინარეობს.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, მნიშვნელოვანია ელჩების ინფორმირება იმასთან დაკავშირებით, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა და ამ არჩევნებს ოპოზიცია არ იღებს.

„მნიშვნელოვანია ელჩების ინფორმირება იმასთან დაკავშირებით, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები იყო გაყალბებული, ადგილი ჰქონდა ტოტალურ გაყალბებას და ოპოზიცია ამ არჩევნებს არ იღებს. ძალიან მნიშვნელოვანია [შეხვედრა] ერთი საათით ადრე დიდ აქციამდე, რომელზეც იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მოვა, ვისაც არ სჯერა, რომ ეს არჩევნები არის ლეგიტიმური“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შესახვედრად, რამდენიმე წუთის წინ მივიდა კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძეც. მისი თქმით, არჩევნები არალეგიტიმურია და დიპლომატიურ კორპუსთან სწორედ ამ საკითხზე იმსჯელებენ.

"არჩევნები მიტაცებულია რუსულ სტილში და ამას ქართველი ხალხი არავის აპატიებს. ამას გაყალბება არ ჰქვია, ამას ჰქვია სისტემური მიტაცება და ძალიან ბევრი დარღვევის ფაქტია, რის შესახებაც ინფორმაციას მივაწვდით მეგობრებს", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე უკვე იმყოფებიან "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერები ნიკა გვარამია და ნიკა მელია. ასევე, შეხვედრაზე იმყოფებიან "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებიც - გიორგი ვაშაძე და თინა ბოკუჩავა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს