პარლამენტთან შეკრებილმა მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

მოქალაქეებმა, რომლებიც არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად პარლამენტთან არიან შეკრებილი, რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.

პარლამენტთან ოპოზიციონერი ლიდერები ჯერ არ გამოჩენილან. როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ მათ უცხოელ დიპლომატებთან დაიწყეს შეხვედრა. შეხვედრა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ მიმდინარეობს.

პარლამენტთან ელოდებიან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.

სალომე ზურაბიშვილმა და ოპოზიციონერმა ლიდერებმა მოქალაქეებს აქციაზე მისვლისკენ გუშინ, ორბელიანების სასახლეში გამართული კონსულტაციების შემდეგ მოუწოდეს.

როგორც პრეზიდენტმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, არჩევნების გაყალბებას არ შეეგუებიან და დღევანდელი აქციით მსოფლიოს უნდა აჩვენონ, რომ დგანან ერთად.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს