შალვა პაპუაშვილი - ძვირფასო ოპოზიციის ამომრჩევლებო, იცოდეთ, რომ ტყუილია, თითქოს, რამე სიები ჩახსნეს, ან რამე შეუძლიათ ახლა ჩახსნან, ეს არის აბსოლუტური ტყუილი, ეს არის თქვენს ემოციებზე თამაში

ძვირფასო ოპოზიციის ამომრჩევლებო, იცოდეთ, რომ ტყუილია, თითქოს, რამე [სიები] ჩახსნეს, ან რამე შეუძლიათ ახლა ჩახსნან, ეს არის აბსოლუტური ტყუილი, ეს არის თქვენს ემოციებზე თამაში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ეს კინო 2020-2021 წლებში საზოგადოებას უკვე ნანახი აქვს“.

„სინამდვილეში არანაირი ჩახსნა არ შეიძლება და პარლამენტის პირველ სხდომამდე ვერაფერს ვერავინ ჩახსნის, ეს ერთი. მეორე, პირველი სხდომის შემდეგ პარტიას შეუძლია ჩახსნას მხოლოდ ის სია, რომელიც დეპუტატების მიღმა სიაა, ანუ ის, ვინც ვერ მოხვდა, ის სია შეუძლია პარტიას ჩახსნას, თუმცა, რომლებიც დეპუტატები გახდნენ, იმას პარტია თითს ვერ დაადებს და ვერ ჩახსნის. მესამე, თუკი, დეპუტატი მანდატის შეწყვეტას მოითხოვს, აქაც თავად პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას. ეს კინო ნანახი გვაქვს 2020-21 წლებში, კიდევ ამის ახსნა რომ საჭიროა, ცალკე ამბავია, მაგრამ მაინც გავიმეორებ, 2020 წელს, რაც მოხდა - სიები ჩავხსენითო, თქვეს, რაც ტყუილი იყო, პარლამენტი შეიკრიბა და უფლებამოსილება ვცანით, მერე თქვეს, არ გვინდა, შეგვიწყვიტეთო, ვუთხარით ვიფიქრებთო და მხარი არ დავუჭირეთ, ბოლოს ყველა შემოვიდა პარლამენტში და მადლობებს გვიხდიდნენ, რომ არ ჩავხსენით. აქვე, საჯაროდაც ნათქვამი იყო თუ არა, არ ვიცი, გვეხვეწებოდნენ, კანონი შეგვეცვალა, სიები რომ ჰქონდათ ჩახსნილი, დეპუტატი ვინც არ იყო და უნდა შემოსულიყო, ის რომ აღგვედგინა, სხვები რომ შემოსულიყვნენ, გვეხვეწებოდნენ, რომ ეს გაგვეკეთებინა, ამას აკეთებდნენ საკუთარი ამომრჩევლის ზურგს უკან, სინამდვილეში, ისე უნდოდათ პარლამენტში ყოფნა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა