ანა ნაცვლიშვილი - „ძლიერი საქართველოს“ შტაბში თავმოყრილია ათობით მძიმე, სისტემური დარღვევის ფაქტები - ყველა ამ მასალის ანალიზზე დაყრდნობით ჩვენ იდენტიფიცირებული გვაქვს მიტაცების სქემის „შავი ყუთი“

„ძლიერი საქართველო“ მოითხოვს, რომ საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაასაჯაროოს ამომრჩეველთა სია, რომლებიც უბნებზე რეგისტრირებულები არიან, როგორც კენჭისყრაში მონაწილე პირები.

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის, „ძლიერი საქართველოს“ შტაბში თავმოყრილია ათობით მძიმე, სისტემური დარღვევის ფაქტები, რომელიც ადასტურებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები მიიტაცა.

„ძლიერი საქართველოს“ სახელით კიდევ ერთხელ გვსურს განვაცხადოთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არის მიტაცებული რუსული სპეცოპერაციით. ჩვენი კოალიცია „ძლიერი საქართველო“ არ აპირებს მისცეს ლეგიტიმაცია პროცესს, რომელიც იყო არა არჩევნები, არამედ რუსული სპეცოპერაცია და შესაბამისად, მის შედეგებს, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასახავს. ამ დროისთვის, „ძლიერი საქართველოს“ შტაბში თავმოყრილია ათობით მძიმე, სისტემური დარღვევის ფაქტები. ყველა ამ მასალის ანალიზზე დაყრდნობით ჩვენ იდენტიფიცირებული გვაქვს მიტაცების სქემის შავი ყუთი. კიდევ ერთხელ მოვითხოვთ საარჩევნო ადმინისტრაციისგან უტყუარი მასალის გასაჯაროებას, რომელიც დაამტკიცებს მიტაცების სპეცოპერაციას. ამ მასალების არ გასაჯაროება დაადასტურებს იმას, რომ სწორედ, ეს არის შავი ყუთი, რომელიც ინახავს ინფორმაციას დანაშაულების შესახებ და სწორედ, ეს არის ის სქემა, რომლითაც მოხდა არჩევნების მიტაცება.

მე ვსაუბრობ იმაზე, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას, თუ მას არაფერი აქვს დასამალი და თუ ყველაფერი კანონთან შესაბამისად ჩატარდა, მაშინ მათ უნდა გაასაჯაროონ ამომრჩეველთა სია, რომლებიც უბნებზე რეგისტრირებულები არიან, როგორც კენჭისყრაში მონაწილე პირები. თუ არ მომხდარა გაყალბება და თუ არ მომხდარა მასობრივი სქემა, რომელზეც ჩვენ გუშინ დეტალურად ვისაუბრეთ, მაშინ არ უნდა იყოს პრობლემა გასაჯაროვდეს, იმ ამომრჩევლების სია, რომლებიც რეგისტრაციაში არიან გატარებულები, როგორც არჩევნებში მონაწილე. წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ სწორედ, ეს სია ინახავს მტკიცებულებებს ჩადენილი სისტემური დანაშაულის შესახებ“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა და დასძინა, რომ „ამ ეტაპზე მათ მიერ დაწერილია ათეულობით საჩივარი, რომლებიც ეხება მძიმე დარღვევებს საარჩევნო პროცესში“.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია