სალომე ზურაბიშვილი - ჩემი პირადი მომავალი არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიც საქართველოს მომავალი

ჩემი პირადი მომავალი არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიც საქართველოს მომავალი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ამ ყველაფრის შედეგი ორმხრივია. პირველ რიგში, არის მოწოდებები საერთაშორისო გამოძიების შესახებ, რათა აქ შეგროვებული მტკიცებულებები შეივსოს, რათა გლობალური სურათის, მანიპულაციისა და დაშინების მასობრივი სურათის ჩვენება მოხდეს. შემდეგ, სავარაუდოდ, იქნება ზეწოლა ევროპისა და აშშ-ის მთავრობების მხრიდან, რომლებიც ასევე, საერთაშორისო გამოძიებას მოითხოვენ, ხელისუფლებაზე ზეწოლა, რომ არჩევნების შედეგების გადახედვა და გადასინჯვა მოხდეს. თუ ეს დროულად არ მოხდა, მაშინ მოწოდება სავარაუდოდ, ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ იქნება, მაგრამ ეს პოლიტიკური პარტიებისა და მოსახლეობის გადასაწყვეტია“, - უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა კითხვაზე, თუ რა შედეგს მოელის საპროტესტო აქციებიდან.

ამასთან, კითხვაზე, ხომ არ ღელავს საკუთარი მომავლის შესახებ, თუ არჩევნების შედეგების მიხედვით „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება დარჩება, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ის ქვეყნის მომავალზე ღელავს.

„მე არ ვღელავ საკუთარ მომავალზე, როცა მთელ ქვეყანაზე ვღელავ და იმაზე, თუ საით შეიძლება წავიდეს იგი, თუ ყველაფერი „ქართული ოცნების“ ხელში დარჩება. რაც მათ საარჩევნო პროგრამაში თქვეს არის ის, რომ ციხეში ჩასვამენ ყველას, რომ აკრძალავენ ოპოზიციურ პარტიებს, რომ სრულად აღასრულებენ „უცხოური აგენტების შესახებ კანონს“, რაც ხელს შეუშლის არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობენ, არამედ ჰუმანიტარულ ორგანიზაციებსაც, რამაც შეიძლება ჩვენი იმიგრირებული თემებიდან საქართველოში გადმორიცხვებს ხელი შეუშალოს. ეს არის „ქართული ოცნების“ პროგრამა. ასე რომ, ჩემი პირადი მომავალი არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც საქართველოს მომავალია და ეს არის ის, რაც ჩვენს პარტნიორებს, ევროპელსაც და ამერიკელსაც, ჩემს მომავალზე მეტად უნდა აწუხებდეთ“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის