ეკა გიგაური - 200 საჩივარი შევა, სადაც კონკრეტული უბნების გაბათილებას ვითხოვთ - პრეზიდენტს აინტერესებდა რა ტიპის ზეწოლა მიმდინარეობდა დამკვირვებლებზე და როგორი იყო ამ ყველაფერში სახელმწიფო ინსტიტუტების ჩართულობა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე ისაუბრეს იმაზე, თუ რა ტიპის ზეწოლა მიმდინარეობდა დამკვირვებლებზე და როგორი იყო ამ ყველაფერში სახელმწიფო ინსტიტუტების ჩართულობა.

როგორც გიგაურმა ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, მან პრეზიდენტს სავარაუდო გაყალბების სქემების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„დაახლოებით, 200 საჩივარი შევა, სადაც კონკრეტული უბნების გაბათილებას ვითხოვთ, საუბარი იყო იმ სქემებზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა არჩევნების გასაყალბებლად. გუშინ გამოვაქვეყნეთ ეს სქემაც, სხვა პირის მაგივრად არჩევნებში მონაწილეობა, მარკირების საკითხი, ვერიფიკაციასთან დაკავშირებული პრობლემები, მოსყიდვა, ზეწოლა. განსაკუთრებით აინტერესებდა პრეზიდენტს, თუ რა ტიპის ზეწოლა მიმდინარეობდა ჩვენს დამკვირვებლებზე, ზოგს ფიზიკურად, ზოგს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, ასევე აინტერესებდა ამ ყველაფერში სახელმწიფო ინსტიტუტების ჩართულობაც. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ზუსტად იმიტომ დაიწყო პირადობის მოწმობებს ნომრების შეგროვება, რომ შემდგომ სხვა პირს ეს პირადობის მოწმობის ნომრები არჩევნების გაყალბებისთვის გამოეყენებინა, ასევე ვერიფიკაციის აპარატში სხვა ადამიანის მონაცემები ხელით შეჰყავდათ", - განაცხადა ეკა გიგაურმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება