თინა ბოკუჩავა - ერთადერთი გეგმა, რომელიც გაგვაჩნია პრეზიდენტთან ერთად ჩვენი ევროპული მომავლის დაბრუნებაა

ერთადერთი გეგმა, რომელიც გაგვაჩნია პრეზიდენტთან ერთად ჩვენი ევროპული მომავლის დაბრუნებაა , - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, ოპოზიცია სრულ კოორდინაციაშია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და მიმდინარეობს ძალიან ინტენსიური კონსულტაციები.

“პრეზიდენტს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს, როგორც ერთადერთ დამოუკიდებელ ინსტიტუციას, რომელიც დარჩენილია საქართველოში, რომელმაც ღიად განაცხადა, რომ ამ არჩევნებს არ აქვს ლეგიტიმაცია და შეუძლებელია ამ არჩევნებისთვის ლეგიტიმაციის მიცემა.

დღეს ასევე მოვისმინეთ არაერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო განცხადება - იქნება ეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელიც ითხოვს საერთაშორისო გამოძიებას, რომელიც სრულ წვდომას მისცემს საერთაშორისო აქტორებს აბსოლუტურად ყველა საარჩევნო კომპონენტზე, მათ შორის, ჩატვირთულ სიებზე და ა.შ. ასევე პრეზიდენტ მაკრონის განცხადება, რომელმაც ღიად თქვა, რომ ეს არჩევნები არ შედგა იმიტომ, რომ ამ არჩევნებში არ აისახა ქართველი ხალხის თავისუფალი ნება და მოხდა ამ თავისუფალი ნების მიტაცება ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რუსული ჰიბრიდული მეთოდების გამოყენებით.

ჩვენ ვართ სრულ კოორდინაციაში პრეზიდენტთან, მასთან გვაქვს ძალიან ინტენსიური კონსულტაციები და თანამშრომლობა იმისთვის, რომ ერთის მხრივ, შედგეს საერთაშორისო გამოძიება, რაც გახდება საფუძველი ახალი არჩევნების და ხალხ დაუბრუნდეს ევროპული არჩევანი და ევროპული მომავალი. გუშინდელი აქციაც იყო მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ საზოგადოების კონსოლიდაცია დაგვეფიქსირებინა ისევე, როგორც ყველა პარტიის, რომელიც ღიად აცხადებს, რომ არ მისცემს ლეგიტიმაციას ამ არჩევნებს, რომ უარს ამბობს მანდატებზე, ხსნის სიებს, არ შედის პარლამენტში და რომ ერთადერთი გამოსავალი იმ მდგომარეობიდან, როდესაც ივანიშვილმა რუსული სპეცოპერაციის გამოყენებით მიიტაცა ხელისუფლება, ერთადერთი გამოსავალი მდგომარეობს ხელახალ არჩევნებში, რომელიც ჩატარდება საერთაშორისო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობით.

ერთადერთი გეგმა, რომელიც აქვს ოპოზიციას და, სინამდვილეში, იმ კოალიციურ მთავრობას, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია და რომელიც ქვეყანას აუცილებლად დააბრუნებს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ერთადერთი გეგმა, რომელიც გაგვაჩნია პრეზიდენტთან ერთად, არის სწორედ ჩვენი ევროპული მომავლის დაბრუნება და ევროპული გამარჯვების დაბრუნება, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხს წაართვა”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო