სალომე სამადაშვილი ცესკოს თავმჯდომარეზე - ეს არის ბიძინას დაქირავებული ადამიანი, რომელიც იმას იტყვის, რასაც სუს-ი დაუწერს, მას არავინ არაფერს ეკითხება

ეს არის ბიძინას დაქირავებული ადამიანი, რომელიც იმას იტყვის, რასაც სუს-ი დაუწერს, მას არავინ არაფერს ეკითხება, - ასე შეაფასა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადება, რომელმაც პროკურატურას მოუწოდა, საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაეწყო. სალომე

სამადაშვილის თქმით, არავის სჯერა, რომ ხელისუფლება არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეს გამოიძიებს.

„ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ ცესკოს ხელმძღვანელი არის ადამიანი, რომელიც ღია ეთერში იტყუება. ერთ-ერთი მთავარი, რაც ამ არჩევნებთან დაკავშირებით უნდა გვესმოდეს, დაირღვა თავისუფალი არჩევნების ფუნდამენტური პრინციპები, რაც არის არჩევნების ფარულობა. ჩვენ ვნახეთ, როგორ იტყუებოდა ღია ეთერში ცესკოს თავმჯდომარე, რომ თითქოს პრობლემა არა სისტემაში იყო, არამედ კონკრეტულ ბიულეტენში, როდესაც საცდელი ჩვენების დროს დავინახეთ, რომ არჩევანის ფარულობა არ შედგა. ამიტომ, ეს კაცი რას ამბობს, საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს. ეს არის ბიძინას დაქირავებული ადამიანი, რომელიც იმას იტყვის, რასაც სუსი დაუწერს, მას არავინ არაფერს ეკითხება. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ქართველ ხალხს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს მოატყუებენ, რომ ერთი ხელი პროკურატურის სახით, გამოიძიებს ბიძინას საარჩევნო გაყალბების სისტემას, სულელი არავინ არის. გამოძიება უნდა შედგეს შესაბამისი მანდატის მქონე კვალიფიკაციის მისიის მიერ და სანამ ეს არ მოხდება, არანაირი ლეგიტიმაცია ამ არჩევნებს არ და ვერ ექნება”, -განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2024 წლის 30 ოქტომბერს პროკურატურას მიმართა, რომ გამოძიება დაეწყო საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე. დღეს საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

უწყების ცნობით, გამოკითხვის მიზნით საგამოძიებო უწყებაში დაბარებულია საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება