პრემიერი - ყველას შეუძლია ჩაიხედოს ყველაფერში, ყველაფერი გადაამოწმოს - ჩვენ შეგვიძლია გავითვალისწინოთ დასავლელი პოლიტიკოსების მოწოდებები, მათ შორის გამოძიებასთან დაკავშირებით ბორელის მოწოდება მნიშვნელოვანი იყო

ჩვენს ქვეყანაში არჩევნები აბსოლუტურად სუფთად, დემოკრატიულად, სამართლიანად ჩატარდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან მადლობა გადაუხადა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და პროკურატურას, რომ ცესკო-ს მიმართვისთანავე, საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

„პირველ რიგში, მადლობა უნდა გადავუხადო ცესკოს, მადლობა მათ ღიაობისთვის. ეს ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ არც ცესკოს და არც არავის დასამალი არაფერი აქვს. ჩვენს ქვეყანაში არჩევნები აბსოლუტურად სუფთად, დემოკრატიულად, სამართლიანად ჩატარდა. ამის გამოხატულებაა ის ღიაობაც, რომელიც ცესკოს მხრიდან დაფიქსირდა. ასევე, მადლობა პროკურატურას, რომელმაც ცესკოს მიმართვაზე მყისიერი რეაგირება მოახდინა. აბსოლუტურად ყველაფერი ღია იქნება. ყველას შეუძლია ჩაიხედოს ყველაფერში. არჩევნები იყო სრულიად სამართლიანი, თავისუფალი, კონკურენტული. აქედან გამომდინარე, არავითარი პრობლემა პროცესების ღიაობასთან დაკავშირებით არ არსებობს. ყველას შეუძლია ყველაფერი გადაამოწმოს. ჩვენ ასევე შეგვიძლია გავითვალისწინოთ დასავლელი პოლიტიკოსების მოწოდებები, მათ შორის იყო ბორელის მოწოდება გამოძიებასთან დაკავშირებით. ბორელის მოწოდება იყო, რომ საქართველოში შესაბამის უწყებებს ყველა სამართალდარღვევა უნდა გამოეძიებინათ, ამ კუთხითაც ეს ინიციატივა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მადლობა ცესკოს და პროკურატურას ამ ყველაფრის გათვალისწინებისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2024 წლის 30 ოქტომბერს პროკურატურას მიმართა, რომ გამოძიება დაეწყო საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე. დღეს საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, გამოკითხვის მიზნით საგამოძიებო უწყებაში დაბარებულია საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს