ელენე ხოშტარია - დღეს სალომე ზურაბიშვილი არის ისეთი ძლიერი, როგორიც არასდროს, მას აქვს ხალხის, ოპოზიციური პარტიების და უდიდესი საერთაშორისო მხარდაჭერა - პროკურატურის დასაბარებელია ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის ღალატისთვის

სალომე ზურაბიშვილი არის მართალი ქვეყნის ისტორიის და მომავლის წინაშე - მედვედევის მითითებით მისი პროკურატურაში დაბარება არის კომიკური, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან არის კუთხეში მომწყვდევა საკუთარი თავის, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პროკურატურის მხრიდან გამოკითხვაზე დასაბარებელია ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის ღალატისთვის.

„ხაზგასმით გვინდა ვთქვათ, დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ასრულებს ისტორიულ მისიას, საქართველოს კონსტიტუციის, სახელმწიფოებრიობის და ჩვენი ევროპული გზის დაცვის. დღეს სალომე ზურაბიშვილი არის ისეთი ძლიერი, როგორიც არასდროს. მას აქვს ხალხის მხარდაჭერა, ოპოზიციური პარტიების სრული მხარდაჭერა და უდიდესი საერთაშორისო მხარდაჭერა. რაც მთავარია, ის არის მართალი ქვეყნის ისტორიის და მომავლის წინაშე. ამიტომ მედვედევის მითითებით, ყველანაირი კომიკური დაბარება, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან არის კიდევ უფრო დასუსტება და კუთხეში მომწყვდევა საკუთარი თავის. პროკურატურის დასაბარებელია ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის ღალატისთვის. როდესაც მსოფლიოს ყველაზე მაღალი ტრიბუნებიდან, ბაიდენისგან, ევროკავშირისგან პირდაპირ გვესმის აბსოლუტურად მტკიცე პოზიცია, რომ ეს არჩევნები იყო გაყალბებული, არალეგიტიმური, ამ პირობებში ამასთან შეწინააღმდეგება არის უბრალოდ კომიკური,“ - განაცხადა ხოშტარიამ.

ცნობისთვის, პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო და საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გამოკითხვაზე დაიბარა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს