ჯოზეფ ბორელი - საქართველოს ლიდერებს ნათელ გზას ვთავაზობთ ევროკავშირისკენ გზაზე ხელახლა ჩართულობისთვის: “უცხოური გავლენის შესახებ” და ე.წ. “ოჯახური ღირებულებების” კანონების გაწვევა -  დისკრიმინაცია ღირებულება არ არის ევროკავშირის ოჯახში

საქართველოს ლიდერებს ნათელ გზას ვთავაზობთ ევროკავშირისკენ გზაზე ხელახლა ჩართულობისთვის: “უცხოური გავლენის შესახებ” კანონისა და ე.წ. “ოჯახური ღირებულებების” კანონის გაწვევა , - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა გაფართოების შესახებ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„ჩვენი ანგარიში ნათელი გზის წინადადებით გამოდის ხელახლა ჩართულობისთვის. თუ ამის პოლიტიკური ნება იქნება საქართველოს ლიდერებში - ჩვენ ნათელ გზას ვთავაზობთ ევროკავშირისკენ გზაზე ხელახლა ჩართულობისთვის.

“უცხოური გავლენის შესახებ” კანონის გაწვევა, რომელსაც ცუდი გავლენა აქვს სამოქალაქო საზოგადოებასა და მედია ორგანიზაციებზე, და ე.წ. “ოჯახური ღირებულებების” კანონის გაწვევა, ვინაიდან, დისკრიმინაცია ღირებულება არ არის ჩვენს ევროკავშირის ოჯახში”, - განაცხადა ბორელმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს