პრემიერი - გადამწყვეტი არჩევნები შედგა საქართველოში - ეს იყო ერთგვარი რეფერენდუმი, სადაც წყდებოდა ომისა და მშვიდობის ბედი

ძალიან მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი არჩევნები შედგა საქართველოში, შედეგი არის ისეთი, რომელიც არის უალტერნატივო ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იყო ერთგვარი რეფერენდუმი, სადაც "წყდებოდა ომისა და მშვიდობის ბედი".

"ძალიან მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი არჩევნები შედგა საქართველოში. შედეგი არის ისეთი, რომელიც არის უალტერნატივო ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. ჩვენ მოვიპოვეთ ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება. 1 120 000-მა ჩვენმა თანამოქალაქემ მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“ და იმ გეგმას, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ ქართულ საზოგადოებას. ეს იყო ერთგვარი რეფერენდუმი, სადაც წყდებოდა ომისა და მშვიდობის ბედი და საბოლოო ჯამში, ხალხმა არჩევანი გააკეთა მშვიდობის სასარგებლოდ. მშვიდობა არის განვითარების მთავარი პირობა და საბოლოო ჯამში, ეს არჩევანი უზრუნველყოფს ქვეყნის მშვიდობიან, გრძელვადიან, სტაბილურ განვითარებას. ამას არ ჰქონდა არავითარი ალტერნატივა. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ამომრჩეველს, რომელმაც ძალიან სწორად შეაფასა ყველაფერი და გააკეთა რაციონალური არჩევანი. გასული ოთხი წლის განმავლობაში, როდესაც ვითარება იყო ძალიან რთული, ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით თანადგომას და ეს იყო მთავარი მიზეზი, რატომაც მოვახერხეთ ურთულესი პროცესების ღირსეულად გავლა. რომ არა ხალხის თანადგომა, გამოცდილება და ბრძნული გადაწყვეტილებები, მარტო ხელისუფლება ამას ვერ შეძლებდა. ამ შემთხვევაშიც, ხალხი დადგა სწორი გადაწყვეტილების მხარეს. ეს უზრუნველყოფს სწორედ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან, გრძელვადიან და სტაბილურ განვითარებას“, - განაცხადა პრემიერმა "იმედის" ეთერში.

პრემიერ-მინისტრის კომენტარს პრესსამსახური ავრცელებს.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს