მაია ომიაძე - ტურიზმის ინდუსტრიაში შემოსავლები რეკორდულ ნიშნულზეა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მაია ომიაძის განცხადებით, 2024 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში, საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.

როგორც მაია ომიაძემ განმარტა, წლევანდელი მონაცემები 2023 წელთან შედარებით 6.5%-ით გაზრდილია, ხოლო პანდემიამდელ პერიოდს, როდესაც შემოსავალი გაზრდილი იყო რეკორდულად, 34 %-ით აჭარბებს.

„2024 წლის პირველი სამი კვარტლის შემოსავლები ტურიზმის ინდუსტრიაში რეკორდულ ნიშნულზეა, საერთაშორისო ტურიზმიდან ქვეყანამ 3.5 მილიარდი დოლარი მიიღო. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი მონაცემები 2023 წელთან შედარებით 6.5%-ით გაზრდილია, ხოლო პანდემიამდელ პერიოდს, როდესაც შემოსავალი გაზრდილი იყო რეკორდულად, 34 %-ით აჭარბებს“,-განაცხადა მაია ომიაძემ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, შემოსავლები საგრძნობლად გაზრდილია ევროკავშირის ქვეყნებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ასევე ისრაელიდან და საუდის არაბეთიდან.

„ჩვენ ვაგრძელებთ მარკეტინგულ კამპანიების სამიზნე ბაზრებზე. წელს ჩვენ გვქონდა კამპანიები როგორც დიდ ბრიტანეთში, ასევე ევროკავშირში, ისრაელში, სპარსეთის ყურის ქვეყნებში. მომავალ წელს კი აქტიურ კამპანიებს ვიწყებთ ახალ ტურისტულ ბაზრებზე: ინდოეთსა და ჩინეთში, ასევე დიდ ბრიტანეთში. როგორც იცით, დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის იწყება პირდაპირი ფრენები და უფრო გაძლიერებული კამპანიები გვექნება“, - აღნიშნა მაია ომიაძემ, რომლის კომენტარსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის