ომბუდსმენი - მივმართავ ოპოზიციას, თუ აქვთ მტკიცებულებები, რომელიც შეიცავს დანაშაულს, მოსყიდვას, გაყალბებას, პირადობის მოწმობის ჩამორთმევას და ამაზე სახელმწიფო არ ახდენს რეაგირებას, მოგვმართონ

მივმართავ ოპოზიციას, თუ აქვთ მტკიცებულებები, რომელიც შეიცავს დანაშაულს, მოსყიდვას, გაყალბებას, პირადობის მოწმობის ჩამორთმევას და ა.შ. და ამ ფაქტებზე სახელმწიფო არ ახდენს არანაირ რეაგირებას, მოგვიტანონ, ჩვენ ამ ფაქტების შესახებ საჯაროდაც გავავრცელებთ ინფორმაციას, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ლევან იოსელიანის განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები თავისი ინიციატივით მუშაობენ დარღვევების შემცველი ფაქტების შესასწავლად.

„ოპოზიციას არა მარტო საჯაროდ მივმართეთ, არამედ პერსონალურადაც დავუკავშირდით პარტიების წარმომადგენლებს და ვთხოვეთ, თუ რამე ჰქონდათ, წარმოადგინონ. ახლაც მივმართავ, თუ აქვთ მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს იმ ფაქტებს, რომელიც შეიცავს დანაშაულს, მოსყიდვას, გაყალბებას, პირადობის მოწმობის ჩამორთმევას და ა.შ. და ამ ფაქტებზე სახელმწიფო არ ახდენს არანაირ რეაგირებას, მოგვმართონ, მოგვიტანონ. ჩვენ ამ ფაქტების შესახებ საჯაროდაც გავავრცელებთ ინფორმაციას და სახელმწიფოს რა რეაგირება ექნება ამ ფაქტების შესახებ, ამასაც გავაგებინებთ საზოგადოებას. არცერთი ასო და ფურცელი არ დაიმალება, რომელიც ჩვენთან მოხვდება.

ჩვენი ინიციატივით ვსხედვართ, სხედან ჩემი თანამშრომლები, უყურებენ ახალ ამბებს თუ სოციალურ ქსელს და თუ ნახავენ რაღაც დარღვევას, უფლების შეზღუდვას, დანაშაულის სავარაუდო შემცველ ფაქტს, ამაზე ვიწყებთ საქმის შესწავლას. ბუნებრივია ჩვენი რესურსიც ამოწურვადია და ყველა ფაქტს ვერ მოვიცავთ, თუ ვიღაცას რაღაც აქვს, უნდა მოგვაწოდოს. ამისთვის არსებობს ცხელი ხაზი, ჩვენი მეილი, მისამართი, ბოლოს და ბოლოს ყველაზე ხელმისაწვდომი სახალხო დამცველი ვარ, მე ასე ვთვლი იმიტომ, რომ ყველას აქვს საშუალება, თვითონ მოვიდეს და დამელაპარაკოს“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

კითხვაზე, რატომ არ თანამშრომლობენ პოლიტიკური პარტიები სახალხო დამცველთან, ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ „მათ პოლიტიკური მიზნები აქვთ“ და სურთ, რომ „სახალხო დამცველი უნდა იყოს იმ მხარეს, საითაც მათ აწყობთ“.

„თავიანთი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად თვლიან, რომ სახალხო დამცველი უნდა იყოს იმ მხარეს, საითაც მათ აწყობთ. თუ იქ არ ხარ, მაშინ მათთვის აბსოლუტურად მიუღებელი ხარ. მათ მიმართ როგორც კი აქვს რაიმე უფლების დარღვევას ადგილი, განცხადებასაც ვაკეთებთ, გამოძიებასაც ვიწყებთ. ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის და რომელი პარტია არის წარმოდგენილი იმიტომ, რომ ჩემი მანდატი მავალდებულებს ადამიანის უფლებებზე მოვახდინო ზედამხედველობა. მიუხედავად მათი ასეთი პერსონალური დამოკიდებულებისა, მე ჩემ ამოცანას მათთან მიმართებითაც და სხვასთან მიმართებითაც მაინც შევასრულებ. ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ერთი სტანდარტი დაინერგოს სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო