ელენე ხოშტარია - როდის იქნება კარვები, სად დავდგებით, როდის დავდგებით, ამ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი სიურპრიზად მიიღებს - ფაქტების და მტკიცებულებების ზღვა მოედინება

როდის იქნება კარვები, სად დავდგებით, როდის დავდგებით, ამ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი სიურპრიზად მიიღებს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

დღეს, ოპოზიციური გაერთიანებები მათ მიერ შექმნილ შტაბში საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

„იმ უდიდეს საერთაშორისო მხარდაჭერასთან ერთად, რომელიც ქართველმა ხალხმა მიიღო - ეს არის ამ არჩევნების არ აღიარება, ამ კონკრეტულ, ძალიან კარგად გამოვლენილ ფაქტებთან ერთად, რომელიც არჩევნების გაყალბებაზე მეტყველებს, ჩვენ მოქმედების ვალდებულება გვაქვს. ეს არის ქუჩის პროტესტი, ამაზე გვქონდა დღეს შეხვედრა, ხალხში წარმოუდგენელი შემართება, მზაობა, მოქმედების სურვილია. ჩვენ კონკრეტულ ფორმებზე, კონკრეტულ სცენარებზე ვისაუბრეთ, თუ როგორ იქნება შედეგზე ორიენტირებული ეს პროცესი. როდის იქნება კარვები, სად დავდგებით, როდის დავდგებით, ამ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი სიურპრიზად მიიღებს. ფაქტების და მტკიცებულებების ზღვა მოედინება. ერთი აიღოთ, ფარულობის პრინციპი, აიღეთ ყველა ის ქაღალდი, საიდანაც ჩანს უკან, ვინ-ვის მისცა ხმა. მხოლოდ ეს რაოდენობა საკმარისია, რომ ეს არჩევნები არალეგიტიმური იყოს. მეორე, ეუთო, NDI, IRI, ბაიდენი, ევროკავშირი, ყველა ამბობს, რომ მათთვის, ყველა ის ფაქტი, რაც წარმოდგენილია, მეტყველებს, რომ ეს იყო ბიძინა ივანიშვილის რუსული სპეცოპერაცია“, - განაცხადა ხოშტარიამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის